უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 ივნისი, 2018 11:40
font-size

250 000 დოლარი - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გლობალური კონსერვაციის ფონდს (GC) შორის, საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, ფონდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად 3 წლის განმავლობაში 250 000 დოლარს დახარჯავს.

„ვფიქრობთ, რომ ეს ტექნიკური დახმარება რომელსაც ვიღებთ გლობალური კონსერვაციის ფონდისგან დიდი შენაძენია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის და რეინჯერებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, უკეთ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.

თანამშრომლობის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების დაცვა და მართვის ეფექტურობის უზრუნველყოფა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს პარკის ტერიტორიაზე პატრულირების სისტემის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების უკეთ დაცვასა და ეფექტურ მართვას.

ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა დაცული ტერიტორიების სააგნეტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და ფონდის ხელმძღვანელმა ჯეფ მორგანმა მოაწერეს.

ეს ქალბატონი თვითონ ვერ ხვდება, რატომ უნდა მისცენ ხმა - პაატა ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილზე

20 ოქტომბერი, 2018 , 17:35

გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში მხარდამჭერებს ხვდება. შეხვედრაზე მისულ ადგილობრივებს ფონდ იავნანას დამფუძნებელმა, მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ სიტყვი

მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება - ნიკა მელია

20 ოქტომბერი, 2018 , 17:10

გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მხარდამჭერებს ზუგდიდში ხვდება. შეკრებილებს ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა. მელია ას

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა

20 ოქტომბერი, 2018 , 14:10

შალვა კერესელიძე როშკისა და არხოტის ხეობის სოფლების ახიელისა და ამღის მოსახლეობას შეხვდა, მათთან ერთად მიმდინარე და აქტუალური საკითხები განიხილა და ადგილობრივების საჭიროებებიც მოისმინა. გუბერნატორი ფშავ-ხევსურეთის დაცული

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახის ქალი ემსხვერპლა

20 ოქტომბერი, 2018 , 13:00

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა. პირველი არხი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსთაველის ქუჩაზე ქალს, რომელსაც გზის გადაკვეთას ცდილობდა, სწარაფად მიმავალი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. დაშავ

ხულოში ძლიერი ხანძარის შედეგად 19 წლის გოგონა და მამაკაცი დაიღუპა

19 ოქტომბერი, 2018 , 17:45

ხულოში, ღორჯომის თემში, ძლიერ ხანძარის შედეგად 19 წლის გოგონა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ორ საცხოვრებელ სახლს ერთდროულად გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტ

მესტიაში სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის პრეზენტაციები ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

კომპანია სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით მესტიის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მსოფლიოში წამყვანი ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის (Khan Academy) გასაცნობი პრეზენტაციები ჩატარდა. „ხანის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`