საზოგადოება

26 ადამიანი, თავმოყრილი ერთ მინდორში, ერთმანეთს ჩახუტებული იპოვეს დამწვარი
საბერძნეთში ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რასაც სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა ზრდასრულთა და არასრულწლოვანთა 26 ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც ჩახუტებულები იყვნენ.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საბერძნეთში მცხოვრები მარინა ყიფიანი.
„საშინელი ტრაგედია საბერძნეთში, კერძოდ ათენის შემოგარენში. ხანძრის შედეგად დაიღუპა 53 ადამიანი. 150 დაშავებული, ათობით ადამიანი დაკარგული, გადამწვარია მთლიანად საბავშვო ბანაკი, ხალხი დაიწვა მანქანებში და რაც ყველაზე საშინელი სანახავი იყო, 26 ადამიანი, თავმოყრილი ერთ მინდორში, ერთმანეთს ჩახუტებული იპოვეს დამწვარი. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. ცეცხლი 47 ადგილას იყო გაჩენილი.
ვუსამძიმრებ ბერძენ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას, თუმცა არ არის ჯერ ცნობილი, ვინმე ქართველიც თუ არის მათ სიაში, რადგან ოჯახს აგარაკზე მიჰყავთ ხოლმე დასასვენებლად მოხუცები და ჩვენი გოგოებიც თან ჰყავთ. ვუსურვებ გაძლებას ყველას.
უფალი გფარავდეთ!“, -დაწერა ყიფიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45