უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მაისი, 2019 14:46
font-size

„26 მაისი, ზეიმის დღე არაა, სასაცილოდ გამოიყურება 1918 წლის 26 მაისის ზეიმი, ხო გვესმის როგორც დამთავრდა ეს“

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სტატუსს უძღვნის:

„26 მაისს მოპოვებული დამოუკიდებლობა ჩვენ დავკარგეთ. თან დავკარგეთ ისე რომ მის მერე 70 წელი მონობაში ვიცხოვრეთ.

ამ 70 წლიანი მონობის შედეგია ის რომ ამ დღეს ისე აღვნიშნავთ, როგორც მანამდე 1917 წლის 7 ნოემბერს.

ამ მონობის შედეგია ის, რომ რამდენიმე წლის წინ დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ჩაშლის რისკის გამო, გავლახეთ და დავხოცეთ ადამიანები, ხოლო ვინც ეს ფირზე აღბეჭდა დავაპატიმრეთ.

ამ მონობის შედეგია ის, რომ ფაქტობრივად არ გვყოლია ხელისუფლება, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლისას ჰქონდა გააზრებული, რომ ოდესმე სხვაზე უნდა გადაებარებინა მმართველობა და პოსტსაბჭოთა ძალოვნების გამოყენებით არ უნდა ეცადა მისი შენარჩუნება.

ამ მონობის შედეგია ის, რომ ქვეყნის მმართველებს ტრადიციულად ჯიბეში უზით სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, ბიუროკრატია და მათ იყენებენ ადამიანის წინააღმდეგ, თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ამ 70 წლიანი მონობის შედეგია, ისიც რომ პოლიციელს, მოსამართლეს, პროკურორს და ბიუროკრატს ეს ნორმალური ჰგონია.

ქვეყნის დამოუკიდებლობა საზეიმო მაშინაა, თუ ეს ადამიანის თავისუფლების გაზრდასაც მოიცავს სახელმწიფოსგან.

დღევანდელი საქართველო მხოლოდ იმით სჯობს სსრკ-ს, რომ აქ მაინც მეტი თავისუფლებაა ერთი ადამიანისთვის.

ისე დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვისი მონა ხარ, სსრკ-სი თუ დამოუკიდებელი საქართველოსი თავისი ბიძინათი და მიშათი.

ამ მონობის შედეგია, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ვერ შეძლო შეექმნა ერთი პოლიტიკური ლიდერიც კი, რომლის ამბიცია ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნება კი არ იქნებოდა, არამედ ვადის გასვლის მერე, ძალაუფლებაზე დემონსტრაციულად უარის თქმა და ისტორიაში წესიერად შესვლა.

ამ მონობის შედეგია ის, რომ ნაცვლად თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწეებისა, ათწლეულებია საშუალო კალიბრის პოსტსაბჭოთა ადამიანები გვაზიან თავზე და ყველაფერს აკეთებენ რომ არასოდეს მოგვცილდნენ.

26 მაისი, ზეიმის დღე არაა, სასაცილოდ გამოიყურება 1918 წლის 26 მაისის ზეიმი, ხო გვესმის როგორც დამთავრდა ეს.

ჩემი აზრით, ეს დღე ჩვენი ისტორიის გააზრების დღე უნდა იყოს და რუსთაველზე ტაშფანდური კი არ უნდა გვქონდეს მოწყობილი, უნდა ვსაუბრობდით იმაზე თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და მართლა დამოუკიდებლები ვართ თუ არა მაშინ, როცა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის მერეც ვერ გაგვირკვევია რა არის ადამიანი და სად არის მისი ადგილი სახელმწიფოში.“ - დაწერა იაგო ხვიჩიამ.

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

21 სექტემბერი, 2019 , 16:16

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის

რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რომ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ - აკაკი ზოიძე

21 სექტემბერი, 2019 , 15:50

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების

პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა

21 სექტემბერი, 2019 , 15:46

მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" და ასევე "გამარჯვებული საქართველოს" ორგანიზებით, პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსს ხე დაეცა

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახ

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს