უკან

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2018 17:50
font-size

26 მაისის აღსანიშნავად იმ ქვეყნების წარმომადგენლები მოვიწვიეთ, რომლებმაც 100 წლის წინ აღიდგინეს დამოუკიდებლობა რუსული იმპერიისაგან თავის დაღწევით - გიორგი მაგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში თელავში, კახეთის რეგიონის სოფლის ბიბლიოთეკარებს შეხვდა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.

შეხვედრა დღეს თელავის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" შედგა და მას მოდერაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმღვანელი გიორგი კეკელიძე უწევდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ესეების კონკურსი და მასში ბიბლიოთეკების აუდიტორიის ჩართულობა ძალიან სასიკეთო იქნება ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებისა და ისტორიული მოვლენების გააზრება -შეფასებისათვის.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია სოფლის ბიბლიოთეკები პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განათლებისა და სოციალური ურთიერთობების სივრცეებად გადაიქცა, რაც ძალიან დასაფასებელია.

"მინდა გთხოვოთ, თქვენი შრომა მოახმაროთ იმას, რომ საზოგადოებამ კარგად და ღრმად გაიაზროს ამ თარიღის მნიშვნელობა და გააცნობიეროთ ის მოვლენები, რომელიც დამოუკიდებლობის 100 წლის განმავლობაში ვითარდებოდა. ამ თარიღის აღნიშვნისას ჩვენ ვცდილობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოვიყვანოთ საქართველოში 26 მაისს, რომლებმაც 100 წლის წინ აღიდგინეს დამოუკიდებლობა რუსული იმპერიისაგან თავის დაღწევის შედეგად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ბიბლიოთეკარებთან შეხვედრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა იმ პროგრესულ იდეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირველი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ განახორციელეს.

"სწორედ, ხვალ, 21 თებერვალს არის პირველი რესპუბლიკის მიერ მიღებული მთავარი დოკუმენტის - კონსტიტუციის შექმნის საიუბილეო თარიღი.

მაშინდელი კონსტიტუცია უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის მატარებელი დოკუმენტია. ჩვენი წინაპრები მზად იყვნენ შეექმნათ თანამედროვე ეპოქის სახელმწიფო, სადაც ქალებს მიენიჭათ ხმის მიცემის უფლება, დაცული იყო ოპოზიციის უფლებები. მინდა, რომ ეს ემოცია გაიზიაროს საზოგადოებამ, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღთან მიმართებაში, გაიაზრონ ეპოქა და შეაფასონ ეს მოვლენები. იმედი მაქვს, რომ მოკლე ესეების კონკურსში თქვენი მკითხველებიც თავის წვლილს შეიტანენ. გადმოსცემენ და ასახავენ თანამედროვე ქართველის განცდებს.

ჩვენ რუსული იმპერიისაგან გავთავისუფლდით - რაღაცისგან დამოუკიდებლები გავხდით, ეს აღმაფრთოვანებელია, თავისთავად აღტაცებას ატარებს თავის თავში, მაგრამ ეს ბადებს თავისუფლების მოპოვების საჭიროებას. თავისუფლება დამატებითი შინაარსის მატარებელია, როცა მოძრაობ და მიისწრაფი რაღაც მიზნისათვის, ეს არის თავისუფლება - გააზრებული სწრაფვა მომავლისაკენ. უნდა ვიცოდეთ საით მივდივართ, რას ვგეგმავთ, როგორ ვიცხოვრებთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანმა თარიღმა ერისა და სახელმწიფოს მომავალი განსაზღვრა, განსაზღვრა ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია.

"ჩვენ 15 საუკუნის წინ გავაკეთეთ ევროპული პოლიტიკური არჩევანი, ერს, რომელსაც სახელმწიფოებრიობა გააჩნია, ჰყავს მეგობრები, მაგრამ ოკუპირებულია ძლიერი მეზობლის მიერ.

ამ სირთულეების დაძლევაში ჩვენი აქცენტი თავისუფალი მოქალაქეების და თავისუფალი საზოგადოების მიერ თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობაზე უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს მომავალ განვითარებას უზრუნველყოფს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და სოფლის ბიბლიოთეკარებს თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მორიგი კომუნიკაცია შედგა

5 ივნისი, 2020 , 17:15

დღეს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. სომეხმა კოლეგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა

იყო განხილული ჩემი კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარებს შორის - გიორგი ვაშაძე

5 ივნისი, 2020 , 16:35

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებიდან ერთ-ერთში ოპოზიციის მხრიდან სწორედ "ახალი საქართველოს" კანდიდატი იქნება წარდგენილი. მისი თქმით, განიხილება მისი კანდიდატურა. ამის შესახებ "ახალი საქართველოს

არ ვაპირებ თავი მოვატყუებინო და ჭკუაში მოგვიგოს ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ საფრთხობელად უნდა მუდმივად გამოიყენოს სააკაშვილის დაბრუნება - ნინო ბურჯანაძე

5 ივნისი, 2020 , 16:35

"არ არის გამორიცხული, რომ ყველა ოლქში შეთანხმება ვერ შედგეს და ჩვენც ყველა ოლქში არ დავუჭიროთ მხარი კანდიდატურებს, მაგრამ ესეც არ არის კატასტროფა,” - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯ

გიორგი ახვლედიანი პოლიტიკიდან მიდის

5 ივნისი, 2020 , 16:00

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი პარტიას ტოვებს. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მასზე ცილისმწამებლური მასალა გავიდა. "ტვ პი

„ლელო საქართველოსთვის“ თამარ ჩუგოშვილს პოლიტიკური თანამშრომლობას სთავაზობს

5 ივნისი, 2020 , 12:30

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ „ლელო საქართველოსგან“ პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო. როგორც ჩუგოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური თ

„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას

5 ივნისი, 2020 , 11:57

„გირჩი“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „გირჩიდან“ მე განვიხილებო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!