უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

15 ნოემბერი, 2021 08:04
font-size

დღის კალენდარი - 15 ნოემბერი

წლის 320-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 46 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება მოწამეთა: აკვინდინესი, პიღასისა, აფონის, ელპიდიფორესი, ანემპოდისტოსი და მათთანათა (დაახლ. 341-345); ღირსი მარკიანე კვირიანელისა (381-391).

მოწმენი აკვინდინე, პიღასი, ანემპოდისტო და სხვანი სპარსთა მეფის საპორის კარისკაცები იყვნენ და ფარულად აღიარებდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას. როდესაც მეფემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მოშურნეებმა შეასმინეს ისინი. ხელმწიფის წინაშე მათ უშიშრად აღიარეს ქრისტიანობა, რის გამოც უამრავი ტანჯვა შეამთხვიეს წმიდანებს.

ღირსი მარკიანე კვირინელი უდაბნოში განმარტოვდა და მრავალი წელი გაატარა განუწყვეტლივ ლოცვასა და მკაცრ მარხვაში. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა მარკიანემ მასთან მისული ორი მოწაფე მიიღო, რომლებმაც გაიზიარეს მისი ბედი. აღსასრულის წინ წმიდა მარკიანემ ანდერძად დაუბარა თავის მოწაფეებს, საკნისაგან შორს დაეკრძალათ ის, რათა თავიდან აეცილებინა შემდგომი დიდება და თავიდანვე აღეკვეცა ცილობა იმ მორწმუნეთა შორის, რომელნიც მის წმიდა ნაწილების ქონებას მოისურვებდნენ. ღირსი მარკიანე გარდაიცვალა 388 წელს.

დაიბადნენ:

1738 – უილიამ ჰერშელი, ინგლისელი ასტრონომი და ოპტიკოსი, გარდაიცვალა 1822 წელს.

1776 _ ხოსე ხოაკინ ფერნანდეს დე ლისარდი, მექსიკელი მწერალი და ჟურნალისტი, ეროვნული პროზის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1827 წელს.

1857 – უილიამ ჰ. ტაფტი, აშშ-ს 27-ე პრეზიდენტი, გარდაიცვალა 1930 წელს.

1862 – გერხარდ ჰაუპტმანი, გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1946 წელს.

1869 – ვასილ ბარტოლდი, რუსი აღმოსავლეთმცოდნე. გარდაიცვალა 1930 წელს.

1874 — აუგუსტ კროგი, ჰოლანდიელი ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1949 წელს.

1901 _ ტოტო (ანტონიო დე კურტის-გალიარდი), იტალიელი მსახიობი, გარდაიცვალა 1967 წელს.

1922 — ფრანჩესკო როზი, იტალიელი კინორეჟისორი.

1922 _ გიგლა ფირცხალავა, მხატვარი. გარდაიცვალა 1983 წელს.

1954 — ალექსანდრ კვასნევსკი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

გარდაიცვალნენ:

1630 — იოჰან კეპლერი, გერმანელი ასტრონომი.

1916 — ჰენრიკ სენკევიჩი, პოლონელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, დაიბადა 1846 წელს.

მოვლენები:

1809 წელი – ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო ფოთი.

1889 წელი — გადადგა ბრაზილიის იმპერატორი პედრუ II. ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა.

1904 წელი — ამერიკელმა კინგ კემპ ჟილეტმა დააპატენტა სამართებელი ცვლადი დანებით.

1917 წელი — გამოქვეყნდა „რუსეთის ხალხების უფლებათა დეკლარაცია“.

1920 წელი — ჟენევაში გაიმართა ერთა ლიგის ასამბლეის პირველი სხდომა.

1944 წელი _ საქართველოდან შუა აზიაში გადაასახლეს ქართველი მაჰმადიანები.

1934 წელი — ჰაროლდ კლეიტონ იურიმ ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

1957 წელი — საბჭოთა ჯაშუშს რუდოლფ აბელს ამერიკის სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

1973 წელი — ეგვიპტემ და ისრაელმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს.

1994 წელი — ფილიპინებზე რვაბალიანი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 45000 ადამიანი დაიღუპა.

1994 წელი — გერმანიის კანცლერად ჰელმუტ კოლი აირჩიეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

ბელგია – სამეფო დინასტიის დღე.

ბრაზილია – რესპუბლიკის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი