უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:46ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება - რატი იონათამიშვილი
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
არქივი
საზოგადოება
27 მაისს საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ინდოეთიდან დაბრუნდებიან
საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, Vande Bharat Mission-ის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 27 მაისს დაბრუნდებიან დელი-თბილისი-დელის ავიარეისით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და კოორდინაციით, 2020 წლის 27 მაისს, ავიაკომპანია Air India-ს რეისით სამშობლოს დუბრუნდება 15 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში გამოფრინდება ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც.
ინდოეთის გოას, რაჯასტანისა და მაჰარაშტრას შტატებიდან საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების ტრანსპორტირება დელიში მოხდა საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული ავტობუსით.
„აღსანიშნავია, რომ ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვისა და ინდოეთში გამოცხადებული კარანტინის შედეგად, ინდოეთის სხვადასხვა შტატში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო დახმარების გაწევისა და მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით.
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ინდოეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით დახმარება გაეწია ინდოეთის სხვადასხვა შტატში მყოფ 43 საქართველოს მოქალაქეს. ინდოეთის მხარესთან კოორდინაციით, ყველა მოქალაქეს საელჩომ ხელი შეუწყო სავიზო პროცედურების მოგვარების საკითხში. გოას შტატში მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო სასტუმროთი და საკვებით, ორი მოქალაქე საცხოვრებელი ბინით, ხოლო 17 მოქალაქეს ორჯერ გაეგზავნა ცხელი საკვები და საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მარაგი“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, ასევე, 2020 წლის მარტის თვეში, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ტაილანდის სამეფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ინდოეთში საქართველოს საელჩოს (აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში) ხელშეწყობით დახმარება გაეწია ტაილანდში მყოფ 24 საქართველოს მოქალაქეს. ხოლო, აპრილსა და მაისში, საელჩოს ძალისხმევით და საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ნიდერლანდებსა და კატარში საქართველოს საელჩოებთან და ავიაკომპანია KLM-თან და Qatar Airways-თან კოორდინაციით, ტაილანდიდან გამომგზავრება შეძლო საქართველოს 17-მა მოქალაქემ. ამასთან, საელჩომ დახმარება გაუწია ტაილანდში მყოფ საქართველოს 23 მოქალაქეს ვიზის გახანგრძლივების პროცესში. 2 მაისს საელჩომ უზრუნველყო ტაილანდის კუნძულ პხუკეტზე ჩარჩენილი საქართველოს შვიდი მოქალაქის ტრანსპორტირება ქ. ბანგკოკამდე, მათი საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფა 5 მაისს ტაილანდის დატოვებამდე.