უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 თებერვალი, 2021 15:50
font-size

27 თებერვალს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ხვალ, 27 თებერვალს, „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება.

როგორც „მედიანიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ღონისძიება თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში ჩატარდება. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მისი ორგანიზატორია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირის ხელშეწყობით.

უწყების ინფორმაციით, დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.

„ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს. ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.

დიასპორის ეკონომიკური ფორუმი ოთხი თემატური სესიისგან შედგება. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ როგორც ეროვნული, ასევე უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ წარმოების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინოვაციების მიმართულებით. დიასპორის წარმომადგენლებისათვის ჩატარდება ფართომასშტაბიანი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მიმდინარე თუ ახალი პროექტების პრეზენტაცია, განიხილება ამ პროექტებში დაისპორასთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიებას დაესწრება 150-ზე მეტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში შეკითხვები დაუსვან შესაბამისი სამინისტროებისა თუ სააგენტოების წარმომადგენლებს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია საქართველოში საქმიანობის დაწყების თუ გაგრძელების შესახებ.

დაინტერესებულ საზოგადოებას შეეძლება ღონისძიებას სრულად ადევნოს თვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) შემდეგ ფეისბუკ გვერდებზე: „Diplomatic Representations of Georgia / საქართველოს დიპლომატიური მისიები" (https://www.facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia) და „IOM Georgia“ (https://www.facebook.com/IOMGeorgia)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

8 აპრილი, 2021 , 17:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად,- აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და მდგარ

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება

8 აპრილი, 2021 , 17:00

დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6 აპრილი, 2021 , 14:45

2021 წლის 6 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6 აპრილი, 2021 , 14:45

2021 წლის 6 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ერეოვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება - მსოფლიო ბანკი

31 მარტი, 2021 , 12:50

„მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოსალოდნელია 3.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. აღმავალი ექსპორტი და სამრეწველო საქონლის ფასების სტაბილიზაცია ნაწილობრივ დააბალანსებს 2020 წლის ბოლოს პანდემიის მ

2020 წელს საქართველოს მთლიანი საერთაშორისო აქტივები 125.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა - ეროვნული ბანკი

30 მარტი, 2021 , 10:49

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 24.8 მლრდ აშშ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წლიური მშპ-ს -156.3 პროცენტია. აღნი