მსოფლიო
28 აპრილს კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ გამოაცხადა, რომ 28 აპრილს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მარკ კარნი კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარედ 9 მარტს აირჩიეს, რის შედეგადაც მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა ჯასტინ ტრუდო.
23 მარტს, ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილების გამოცხადებისას, კარნიმ თქვა, რომ მას კანადელების ძლიერი, პოზიტიური მანდატი სჭირდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კანადის უსაფრთხოებისთვის გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო. როგორც BBC წერს, მარკ კარნი გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომს და ანექსიის მცდელობას.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის შემადგენლობაში უნდა იყოს და წინა პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო არაერთხელ მოიხსენია „გუბერნატორად“. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეცვალოს 25%-იანი საბაჟო გადასახადებით.
კანადაში მორიგი არჩევნები 2025 წლის 20 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, არჩევნების ვადაზე ადრე ჩასატარებლად გენერალ-გუბერნატორს მიმართოს პარლამენტის დასათხოვად.
კანადის ლიბერალური პარტია ხელისუფლების სათავეშია 2015 წლიდან. ბოლო ხანს მისი რეიტინგი შემცირებული იყო, თუმცა ტრამპის პოლიტიკამ კანადელების განწყობა შეცვალა და ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, ლიბერალური პარტია აღარ ჩამორჩება მთავარ ოპოზიციურ ძალას, კონსერვატიულ პარტიას.
კანადის სამაუწყებლო კორპორაცია CBC-ის ინფორმაციით, თუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს, კანადელი კონსერვატორების რეიტინგი 44,8% იყო, ხოლო ლიბერალების - 21,9%, ამჟამად ლიბერალური პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელი 37,5%-ია, ხოლო კონსერვატიული პარტიის - 37,1%.
საკვანძო სიტყვები:
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00
დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე: ეს დროის ფუჭად კარგვაა, მათ ყველაფერი დაკარგეს
6 მარტი, 2026 , 09:20


