უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 სექტემბერი, 2019 13:50
font-size

28 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, კიდევ 28 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე არაერთ ოჯახს გადაეცა. მათ ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ.

„კიდევ 28 ოჯახი შეემატება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მიერ გადაცემულ ბინებს სიმბოლურ ფასად დაიკანონებენ. 14 ოჯახს ბინები დადიანის N2-ში დაუკანონდება, ცხრა ოჯახს - თენგიზ სტურუას N29-ში; სამ ოჯახს - ქიზიყის ქუჩის N23-ში; ორ ოჯახს - მუხიანის დასახლებაში; ერთ ოჯახს - წყნეთში, რუსთაველის ქუჩა N45-ში და ერთ ოჯახს - გრიგოლ ლორთქიფანიძის N22-ში.

ბევრია ისეთი ოჯახი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლებია ცხოვრობენ და ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომაა ჩვენი სამსახურების მხრიდან იმისთვის, რომ ბინების დაკანონება მოხდეს. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში საბურავებისა და ჯართი რეალიზაცია იკრძალება

26 თებერვალი, 2020 , 14:45

საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დ

„სამადლობელი“ - საქართველოს ბანკი კიდევ ერთი ახალი ინოვაციური პროდუქტის დანერგვაზე აცხადებს

26 თებერვალი, 2020 , 14:45

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციური პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს კიდევ ერთი პროდუქტი- „სამადლობელი“ წარუდგინა. როგორც “მედიანიუსს“ საქართველოს ბან

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები კორონა ვირუსის თავიდან ასაცილებლად

26 თებერვალი, 2020 , 12:40

მსოფლიოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება, დიდია განკურნებულთა რაოდენობა, მაგრამ ასევე დიდია გარდაცვლილთა რაოდენობაც, მოქალაქეები შეშინებულები არიან. საქართველოში მართალია კორონა ვირუსის ჯერ არცერთი

ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება

26 თებერვალი, 2020 , 12:40

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევა

თბილისში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ

26 თებერვალი, 2020 , 12:40

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ. ამის შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტენდერში Tegeta Motors-მა გაიმარჯვა და კომპანია გაზ

უხარისხობაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ - კახა კალაძე

26 თებერვალი, 2020 , 11:10

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა. კალაძემ ყურადღება გაამახვილა გლდანში ორ ქუჩაზე წარმოებულ სამუშაოებზე და უკმაყოფილება გამოთქვა სამუშა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`