კომენტარი
3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა - ზურაბ პოლოლიკაშვილი
„ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.
3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep state-ს და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, - მისწერა ზურაბ პოლოლიკაშვილმა „ფორმულას“.
„ქართული ოცნების“ მთავრობა ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე [UNWTO] ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია და მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს. ისინი აცხადებენ, რომ „სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა”.
საკვანძო სიტყვები:
გარდა 20 ივნისისა, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის - სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ელენე ხოშტარია
12 დეკემბერი, 2025 , 13:19
ყველგან საწამლავი, არსად მოწამლული. ასეთი რეალობის წინაშე აღვმოჩნდით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაპუტულ თუთიყუშამდე დავიდა - შალვა პაპუაშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 12:59
20 ივნისის საქმე იქნება აუცილებლად სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და დადგება რეალური დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი - „გახარია საქართველოსთვის“
11 დეკემბერი, 2025 , 16:28
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია - ბედრია სიჭინავა
11 დეკემბერი, 2025 , 16:19
აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება - ჯო უილსონი
11 დეკემბერი, 2025 , 12:46
ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე: დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას
10 დეკემბერი, 2025 , 15:08


