არქივი
მოზაიკა


30 და 31 ივლისისთვის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან
სინოპტიკოსები 30 და 31 ივლისისთვის საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 30 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +24, +29; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +31, +36; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25მეტრი/წამში. ჰაერის ტეპერატურა კი, დედაქალაქში +35 გრადუსს მიაღწევს.
ზეგ, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +25, +30; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +23, +28 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +33, +38; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +21, +26 გრადუსი.
თბილისში, დილის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +36 გრადუსს მიაღწევს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

გლდანის ციხესთან ძველ სამარხში ნაპოვნი ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს
15 თებერვალი, 2019 , 14:42

“დანკინში“ ყავის გაყიდვებმა წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია
12 თებერვალი, 2019 , 13:00

„საქართველოს ელექტროსისტემა“ პროფესიონალი, დამწყები თუ თვითნასწავლი მხატვრებისთვის კონკურსს აცხადებს
7 თებერვალი, 2019 , 13:46

საქართველოში 2018 წელში მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა განიცადა ინტრნეტთავდასხმები
7 თებერვალი, 2019 , 12:20

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს
5 თებერვალი, 2019 , 15:45

სექსი არ არის სირცხვილი. არა ეკა, ნუ გეღიმებათ - ინგა გრიგოლია ეკა ბესელიას (ვიდეო)
1 თებერვალი, 2019 , 14:20