უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

29 ოქტომბერი, 2016 16:20
font-size

30 და 31 ოქტომბერს ბარში წვიმას, მაღალ მთაში თოვას ელიან

სინოპტიკოსები 30 და 31 ოქტომბრისთვის ქვეყნის უმეტეს რაიონში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ დასავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი, მოთოვს. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში შესაძლებელია ძლიერი თოვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +11, +16; მთაში +5, +10; მაღალ მთაში +1, +6 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოში. ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +11, +16; მთაში +9, +14; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.

30 ოქტომბერს, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში ხვალ +15 გრადუსს მიაღწევს.

ზეგ, 31 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +7, +12; მთაში +3, +8; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი ზოგან მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +4, +9; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.

31 ოქტომბერს, თბილისში ნავარაუდევია წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, იქნება +9 გრადუსი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა