უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

30 ოქტომბერი, 2016 09:00
font-size

30 და 31 ოქტომბერს ბარში წვიმას, მაღალ მთაში თოვას ელიან

სინოპტიკოსები 30 და 31 ოქტომბრისთვის ქვეყნის უმეტეს რაიონში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს დასავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი, მოთოვს. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში შესაძლებელია ძლიერი თოვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +11, +16; მთაში +5, +10; მაღალ მთაში +1, +6 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოში. ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +11, +16; მთაში +9, +14; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.

30 ოქტომბერს, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +15 გრადუსს მიაღწევს.

ხვალ, 31 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +7, +12; მთაში +3, +8; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი ზოგან მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +4, +9; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.

31 ოქტომბერს, თბილისში ნავარაუდევია წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, იქნება +9 გრადუსი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ტიფანი ბარში ვალენტინობის დღე მაზერატის განსაკუთრებულ მოდელთან ერთად აღნიშნეს

16 თებერვალი, 2019 , 16:57

თბილისში, ვალენტინობის დღე აღინიშნა ტიფანი ბარში. განსაკუთრებულად სასიამოვნო საღამო, რომანტიული გარემო და დასამახსოვრებელი საჩუქრები შეყვარებული წყვილებისთვის. ეს გამორჩეული დღე, კიდევ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი გა

გლდანის ციხესთან ძველ სამარხში ნაპოვნი ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს

15 თებერვალი, 2019 , 14:42

გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

“დანკინში“ ყავის გაყიდვებმა წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია

12 თებერვალი, 2019 , 13:00

ამერიკული რესტორნების ქსელ “დანკინის“ ყავის გაყიდვებმა საქართველოში წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია. „დანკინმა“ ყავის ბაზრის ლიდერობის ამბიცია არა მხოლოდ საერთაშორისო არამედ ქართულ ბაზარზე რებრენ

„საქართველოს ელექტროსისტემა“ პროფესიონალი, დამწყები თუ თვითნასწავლი მხატვრებისთვის კონკურსს აცხადებს

7 თებერვალი, 2019 , 13:46

თუ ხარ პროფესიონალი ან დამწყები მხატვარი და მიგაჩნიათ, რომ თანამედროვე მსოფლიო ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე არ არსებობს, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!  გაიცანი ჩვენი კომპანია (www.gse.com.ge) 

საქართველოში 2018 წელში მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა განიცადა ინტრნეტთავდასხმები

7 თებერვალი, 2019 , 12:20

საქართველოში 2018 წელში მომხმარებელთა მეოთხედმა ანუ 26.62% -მა განიცადა თავდასხმა ინტერნეტის მეშვეობით, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 22.93%-ს შეადგენდა. ამავე დროს, აზერბაიჯანში მომხმარებლებზე ვებ-თავდასხმები

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს

5 თებერვალი, 2019 , 15:45

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერია 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მი