საზოგადოება


300-ზე მეტი სკოლა მოსწავლეებს გალამაზებული და მოწესრიგებული დახვდება, აშენდა 6 ახალი სკოლაც - ალექსანდრე ჯეჯელავა
ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, გაიზარდა რეაბილიტირებული, გარემონტებული სკოლების რაოდენობა, აშენდა 6 ახალი სკოლაც.
„თითქმის 300-ზე მეტი სკოლა მოსწავლეებს გალამაზებული, მოწესრიგებული და დასუფთავებული დახვდება. მნიშვნელოვანი სიახლეა ექვსი სრულიად ახალი სკოლა. ჩვენს ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში სკოლები არ აშენებულა, ბოლო პერიოდში ეს პროცესი დაიწყო. გასამმაგდა იმ პედაგოგების რაოდენობა, რომლებიც პროფესიული განვითარების პროცესში ჩაერთვნენ, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეებს უფრო მოტივირებული და უკეთ მომზადებული პედაგოგები დახვდებათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა 143-ე საჯარო სკოლაში ვიზიტისას.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, გადამზადდნენ დირექტორები და მანდატურები, ხოლო 11 ათასმა ბავშვმა ბანაკებში დაისვენა.
ჯეჯელავამ ხაზი გაუსვა მოსწავლეების კვების საკითხს.
„მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს დახვდებათ გაუმჯობესებული ბუფეტი, სადაც არ იქნება შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები. აკადემიურ სახელმძღვანელოებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას მიირთმევენ ბავშვები და როგორ იკვებებიან ისინი“, - თქვა მინისტრმა.
დღეს საქართველოს სკოლებსი ახალი 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო.წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლე მივიდა, აქედან პირველკლასელი 56 300-ია, მათგან 50 300 საჯარო სკოლებშია დარეგისტრირებული, 6 000 კი - კერძოში.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00