უახლესი ამბები
- 29.03.2024 14:05„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
- 29.03.2024 13:54ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 13:40საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 12:02მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება
- 29.03.2024 11:41თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
- 29.03.2024 11:41თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
არქივი
საზოგადოება
31 დეკემბერს, თბილისის მეტროპოლიტენი, ავტობუსები და საბაგირო რიყე-ნარიყალა მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება
31 დეკემბერს, თბილისის მეტროპოლიტენი, ავტობუსები და საბაგირო რიყე-ნარიყალა მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს მეტროპოლიტენი და ავტობუსები 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
„დედაქალაქი ახალ, 2018 წელს განსხვავებული და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება. 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი.
დღის ბოლოს, 23:00 საათიდან, საახალწლო გალა კონცერტები სამ ლოკაციაზე – გლდანში („სითი მოლი გლდანის“ ავტოსადგომი), ძველ თბილისსა (ევროპის მოედანი) და ვარკეთილში (ვარკეთილი III,მედიათეკის მიმდებარე სკვერი) გაიმართება“, – აცხადებენ მერიაში.
თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას:
11:00 – 17:00 საათი – ველო სანტები (კრწანისის რაიონი)
12:00 – 00:00 საათი – საშობაო ბაზრობა, საერთო ზონა – დედა ენის ბაღი
12:00 – 23:00 საათი – საახალწლო ბაზრობა – „ახალი ტფილისი“
12:00 – 18:00 საათი – საბავშვო გასართობი პროგრამები – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – კინოთეატრი ღია ცის ქვეშ – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – მანქანების პარკი – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – სახელოსნო/ვორქშოფები – დედა ენის ბაღი
12:00 – 20:00 საათი – საახალწლო სპორტული აქტივობები – დედა ენის ბაღი
15:00 – 21:00 საათი – New Comers – „ახალი ტფილისი“
23:00 საათი – გალა კონცერტი – გლდანი, ძველი თბილისი, ვარკეთილი