უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 დეკემბერი, 2018 12:50
font-size

31 დეკემბრამდე, ჩვენი მეწარმეები დაიბრუნებენ ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას ჩვენი ბიუჯეტიდან - მამუკა ბახტაძე

წელს, 31 დეკემბრამდე, ჩვენი მეწარმეები დაიბრუნებენ ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას ჩვენი ბიუჯეტიდან. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2018-2020 წლების განმავლობაში მეწარმეებისთვის მილიარდ-ნახევარი ლარის დაბრუნება იგეგმება. პრემიერმა იმ რეფორმებსა და ინიციატივებზე ისაუბრა, რომელიც მცირე მეწარმეების სასარგებლოდ განხორციელდა.

„ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ შევძლებდით ჩვენი მეწარმეებისთვის ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის დაბრუნებას. წელს 31 დეკემბრამდე, ჩვენი მეწარმეები დაიბრუნებენ ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას ჩვენი ბიუჯეტიდან. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა. 2018-2020 წლებში ჩვენ ვგეგმავთ, რომ მილიარდ-ნახევარი დავაბრუნოთ ჩვენი მეწარმეების სასარგებლოდ. იცით, რომ ზაფხულიდან ამოქმედდა სრულიად უნიკალური შეღავათები ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის, ე.წ. 1%-იანი გადასახადი, როდესაც ჩვენ ხუთჯერ შევამცირეთ გადასახადები მათთვის. ეს იყო მართლაც უპრეცედენტო რეფორმა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თევა გასული, უკვე გვაქვს ძალიან კარგი შედეგები: ორჯერ არის მცირე მეწარმეების ბრუნვა გაზრდილი. დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმის შემდეგ ჩვენი მეწარმეების რაოდენობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება და მინიმუმ გაორმაგდება მომდევნო წელს.

ჩვენ სხვა ინოვაციური რეფორმებიც გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევამციროთ ბიუროკრატია. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გადავა ერთიან საგადასახადო დოკუმენტზე 2019 წლის 1-ელი იანვრიდან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვართ მოწადინებული, რომ გადასახადების დონე განსაკუთრებით, მცირე მეწარმეებისთვის, კიდევ უფრო შემცირდეს. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო მსოფლიო ხუთეულში შედის დაბალი გადასახადების თვალსაზრისით,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი