უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ოქტომბერი, 2020 15:30
font-size

31 ოქტომბრის შემდეგ თუ ისევ“ქართული ოცნება” დარჩება მმართველობაში, ასეთ ვითარებაში ქვეყანა დაიღუპება - მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ქვეყნაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნების შემდეგ, მისი პარტია საქართველოში კორუფციას დაასრულებს.

კერძოდ, საქმე ეხება, კოვიდ პანდემიის შემდეგ მმართველი გუნდის მიერ საგარეო ვალის არამიზნობრივად და სელექციურად ხარჯვას.

“წარმოიდგინეთ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ისევ“ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი მართავს საქართველოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყანა დაღუპულია. რადგან ადამიანებს ერთადერთი ამოცანა რჩებათ, როგორმე ეს ხელისუფლება გაისტუმრონ. ფინანსები რომელიც მმართველმა გუნდმა ვალის სახით მოიზიდა და ისევ ჩვენი, მოქალაქეების, გადასახდელია, დარიგდა არაგონივრულად და სელექციურად. გაიწერა მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე. სიას თუ ჩავხედავთ, ვინ შესწირა პარტია “ქართულ ოცნებას” ფული ნათლად დავინახავთ, რომ ისევ ამ კომპანიებმა. გპირდებით, რომ ეს კორუფცია არა მხოლოდ დასრულდება , არამედ თითოეული მათგანი დაისჯება, იმიტომ რომ ეს არის ქურდობა და ქვეყნის ღალატი, როდესაც მთავრობა ხალხის ფულს ჯიბეში იდებს,”- განაცხადა ხაზარაძემ.

მან ასევე იმ ამომრჩევლებს მიმართა, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია მიიღებენ თუ არა მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას.

“მინდა იმ ამომრჩეველს მივმართო, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი. მათი ეს პოზიცია ქვეყანას ისევ ამ მდგომარეობაში დატოვებს, ან უარესში ჩააგდებს. ამიტომ მოგიწოდებთ, აუცილებლად გააკეთეთ თქვენი არჩევანი. მიშას და ბიძინას თამაშიდან ისევ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა,-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ