უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აპრილი, 2017 14:10
font-size

4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს საქართველოს 600 000-მდე მოქალაქე უფასოდ მიიღებს

დღეს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპის ახალი კომპონენტის, სამი სახეობის მედიკამენტების: გულსისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიის ნაწილისა და სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის საჭირო წამლების დაფინანსდება.

„ძალიან მალე ავამოქმედებთ კიდევ ერთ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მოიცავს, პირველ ეტაპზე, 4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების მიწოდებას. მათ შორის, საუბარია გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონალული სისხლძარღვების დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებებისა (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები) და ბრონქალიური ასთმისა და ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებზე“, - განაცხადა სერგეენკომ.

30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებს საქართველოს 600 000-მდე მოქალაქე, ძირითადად სოციალურად დაუცველები და მარტოხელა პენსიონერები.

სერგეენკოს განცხადებით, პროგრამა ითვალისწინებს ხარისხის სტანდარტების დაწესებას ფარმაცევტული კომპანიების ლაბორატორიებისთვის.

„რაც შეეხება ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში. პროგრამა განხორციელდება შემდეგნაირად: სახელმწიფო აცხადებს სახელმწიფო შესყიდვას; აწესებს ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სტანდარტს, რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის ხარისხის კონტროლის სერთიფიკატი ამა თუ იმ მედიკამენტებისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ლაბორატორიულ კონტროლი პირველ ეტაპზე განხორციელდება უცხოურ ლაბორატორიებში, რადგან საქართველოში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს. სერგეენკოს თქმით, გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და პირობები იქნება თანაბარი, როგორც საქართველოს ფარმაცევტული კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო კომპანიებისთვის.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ახალი მედიკამენტების კომპონენტი, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში ამოქმედდება.

ანა მებურიშვილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი