უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ოქტომბერი, 2024 11:16
font-size

4-7 ოქტომბერს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-7 ოქტომბერს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი, 2024 , 11:42

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირ

პაციენტს კლინიკებში VIP მომსახურებით სარგებლობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე შეეძლება

24 ოქტომბერი, 2024 , 13:54

მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით,

რეგიონებში კორუფციული ფაქტების მოცულობამ 3 მილიარდ 280 მილიონ ლარს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

23 ოქტომბერი, 2024 , 13:31

საქართველოს რეგიონებში იზრდება კორუფციული შემთხვევები. პარლამენტის დეპუტატები ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ „ფეოდალებად“, აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამ

სინამდვილეში არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, შექმნა პატარა პრობლემა, დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგებული იქნება - კახა კალაძე

23 ოქტომბერი, 2024 , 13:22

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა საფეხმავლო ბილიკზე ზედაპირული მიწა ჩამოიტანა. როგორც კალაძემ თბი

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

23 ოქტომბერი, 2024 , 13:12

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველო

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია - კახა კალაძე

23 ოქტომბერი, 2024 , 12:49

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7