მოზაიკა


4 და 5 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 4 და 5 დეკემბრისთვის ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 4 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +4, +9; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.
ნალექია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +4, +9; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.
4 დეკემბერს თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერი კი, დედაქალაქში ხვალ +6 გრადუსს მიაღწევს.
ზეგ, 5 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +3, +8; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -4, +1 გრადუსი.
ნალექია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +3, +8; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.
5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება თბილისში. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, დედაქალაქში +6 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ძლიერი ქარის შედეგად ისანში მოგლეჯილმა ხემ 4 მანქანა დააზიანა (ვიდეო)
18 თებერვალი, 2019 , 16:46

ტიფანი ბარში ვალენტინობის დღე მაზერატის განსაკუთრებულ მოდელთან ერთად აღნიშნეს
16 თებერვალი, 2019 , 16:57

გლდანის ციხესთან ძველ სამარხში ნაპოვნი ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს
15 თებერვალი, 2019 , 14:42

“დანკინში“ ყავის გაყიდვებმა წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია
12 თებერვალი, 2019 , 13:00

„საქართველოს ელექტროსისტემა“ პროფესიონალი, დამწყები თუ თვითნასწავლი მხატვრებისთვის კონკურსს აცხადებს
7 თებერვალი, 2019 , 13:46

საქართველოში 2018 წელში მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა განიცადა ინტრნეტთავდასხმები
7 თებერვალი, 2019 , 12:20