უკან

მოზაიკა

3 ივნისი, 2017 17:00
font-size

4 და 5 ივნისთვის არამდგრად ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 4 და 5 ივნისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 4 ივნისს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +24, +29; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. საღამოს საათებში ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +24, +29; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +16, +21 გრადუსი.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს . დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +28 გრადუსი იქნება.

ზეგ, 5 ივნისს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32 გრადუსი; სანაპირო რაიონებში ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსაველთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +24, +29; მთაში+23, +28; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი, ზოგან +16 გრადუსამდეც.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დილის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსაველთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +28 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა