უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივლისი, 2020 17:05
font-size

4 ივლისს, მოძრაობის „არა ონის კასკადს“ ორგანიზებით, აქცია გაიმართება

4 ივლისს, ქალაქ ონში, მოძრაობის „არა ონის კასკადს“ ორგანიზებით, ონის ჰესების კასკადის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც მოძრაობაში- „არა ონის კასკადს“ აცხადებენ, მათი მოძრაობა პოლიტიკურად დამოუკიდებელია. აქციას ორგანიზებას უწევენ მოძრაობის წევრები და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.

მათივე ინფორმაციით, ონის პარალელურად, ჰესების კასკადის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება ბერლინშიც. საქართველოს საელჩოსთან გერმანიაში მყოფი ქართველები შეიკრიბებიან და ზემო რაჭაში დაგეგმილ მშენებლობას მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებენ.

„ზემო რაჭაში, მდინარე რიონზე ჰიდროელექროსადგურ „ონის კასკადის“ მშენებლობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი ნებართვა უკვე გასცა, თუმცა ეს გადაწყვეტილება „მწვანე ალტერნატივის“ და „საიას“ მხარდაჭერით ადგილობრივმა მოსახლეობამ სასამართლოში გაასაჩივრა.

რაჭა სეისმურად აქტიური ზონაა. ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე მძლავრი, 7 მაგნიტუდის მიწისძვრა სწორედ იქ მოხდა. ტერიტორია, სადაც მშენებლები ჰესის აშენებას გეგმავენ, უსაფრთხო არ არის. ხშირია მიწისძვრა, ღვარცოფი, მეწყერი და ა.შ. ამ ინფორმაციას ადასტურებენ გეოლოგები, სეისმოლოგები და სხვა სპეციალისტები.

არსებული პროექტის მიხედვით, მდინარე რიონი 22 კილომეტრი სიგრძის გვირაბში უნდა მოექცეს. ამ გვირაბმა კი კლდის (დედაკვინის) შუაგულში უნდა გაიაროს , რომელიც იშლება და მძლავრ ღვარცოფს წარმოქმნის. საბოლოოდ, გვირაბი, რომელშიც მდინარე რიონის 90% იქნება მოქცეული, (ფაქტიურად წყლის გარეშე დარჩება მდინარის კალაპოტი თითქმის 37 კილომეტრზე) ხუთი სოფლის თავზე გადაივლის. სპეციალისტების თქმით, ეს ძალიან სახიფათოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან აღნიშნული კლდისა და მთების მასივი მყარი არ არის და მცირე სტიქიის შედეგადაც შესაძლოა ჩამოინგრეს.

გარდა ამისა, ადგილზე სახიფათოა ბურღვითი სამუშაოების ჩატარებაც. სამუშაოების ჩატარებას გეგმავს კომპანია „ფერი“, რომლის ისტორიაც არც ისე სანდოა. სპეციალისტების თქმით, პროექტში არსებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ იძლევა საფუძველს, რომ მოსახლეობა დარწმუნდეს პროექტის უსაფრთხოებაში. მეტიც, ტერიტორია შესწავლილია მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, ადგილზე არ ჩატარებულა არც ერთი კვლევა და შესაბამისად, სპეციალისტების თქმით, დოკუმენტში მოყვანილი დასკვნა არ არის სანდო. გარდა ამისა, ექსპერტების მტკიცებით, პროექტი არ აკმაყოფილებს არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

22 იანვარი, 2021 , 17:41

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა

22 იანვარი, 2021 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3044 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია

22 იანვარი, 2021 , 17:20

იანვრის შუა რიცხვებში მაინც იყო მცირედი მატება. ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გასული წლის დეკემბერში რეგულაციების შემსუბუქების შედეგების შესახე

„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

22 იანვარი, 2021 , 17:20

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის გიორგი გაბუნია, ნიკა გვარამია და რ

საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება

22 იანვარი, 2021 , 16:10

საქართველოში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციაზე, მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენაზე პასუხისმგებელი ორგანო - გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისია ყალიბდება,- ამის

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა

22 იანვარი, 2021 , 15:40

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.