სამართალი
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების ნაწილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ
თავისუფლება აღიარების სანაცვლოდ - პროკურატურა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული აქტივისტების ნაწილს საპროცესო გარიგებას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „პირველი“ იტყობინება.
დღეს გაირკვა, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები უფლებადამცველებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თუ მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს აღიარებენ, ციხიდან მათ გაშვებას დათანხმდებიან.
„რამდენიმე კოლეგამ დააფიქსირა, რომ წინსვლები აქვთ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. როგორც მითხრეს, მთლიანად სასჯელის პირობითად ჩათვლაზეა საუბარი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოვლენ და პირობითი მსჯავრი ექნებათ", - ამბობს ადვოკატი მარიამ ჩხეიძე.
ერთ-ერთი ვისაც პროკურატურა დაუკავშირდა გოჩა ყატაშვილის ადვოკატი, მერაბ წკრიალაშვილია.
„დიახ, გუშინ საღამოს დამიკავშირდა ბრალდების მხარე, შემოგვთავაზა კონკრეტული პირობა, რაზეც ჯერ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ინფორმირებული არ არის. მომდევნო კვირაში დავგეგმავ მასთან ვიზიტს, გავესაუბრები და ჩამოვყალიბდებით და გადავწყვეტთ.
პროკურატურის პირობების დასახელებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ბრალდებსი მხარისგან წამოვიდა, რომ შეიძლება ეს პირობები კიდევ დაკორექტირდეს, ამიტომ არ მინდა მოვლენებს დავასწრო", - ამბობს ადვოკატი, მერაბ წკრიალაშვილი.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, მედიას განუცხადა, რომ პროკურატურისგან მსგავსი შეთავაზება ამ ეტაპამდე არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე პროკურომა, ვაჟა თოდუამ დაადასტურა, რომ ბრალდებულთა ნაწილს საპროცესო გარიგება შესთავაზეს.
„ბრალდებულთა ნაწილს შეეთავაზა საპროცესო გარიგება. გაკეთებულიაა შეთავაზება, მაგრამ ვმუშაობთ პირობებზე", - განაცხადა პროკურორმა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლაშა ჯუღელი მისცემს. მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გიროას სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.
საკვანძო სიტყვები:
დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე - შსს
12 მარტი, 2026 , 10:59
ავტომობილის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს
10 მარტი, 2026 , 11:42
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი - სუს-ი
9 მარტი, 2026 , 16:03
ფიზკულტურის მასწავლებელს, რომელმაც ზუგდიდში 14 და 16 წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ ძალადობის გარეშე, გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
6 მარტი, 2026 , 14:21
თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე - შსს
5 მარტი, 2026 , 17:47
უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი
4 მარტი, 2026 , 20:38


