უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 იანვარი, 2020 13:35
font-size

4 თებერვალს პარლამენტთან დაგეგმილი აქციის შესახებ თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართეს

„ევროპულმა საქართველომ“ თბილისის მერიას 4 თებერვალს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქციის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა.

„4 თებერვალს გრძელდება ის პროტესტი, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის სამარცხვინო გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც მან გადააგდო ქართველი ხალხი და არ შეასრულა მისი დაპირება პროპორციული არჩევნებთან დაკავშირებით.

4 თებერვალს ყველა ის ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო ჯგუფი, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროტესტში, ხელახლა დავუბრუნდებით ამ პროცესს. სირცხვილის კორიდორებით და პიკეტირების გზით ჩვენ ვაპირებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლების იმ სამარცხვინო წარმომადგენლებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ისევ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ხელისუფლებაში ყოფნას, როგორც ეს აქამდე იყო. ეს ასევე არ იქნება და მათ მოუწევთ დიდი დისკომფორტის გავლა. ჩვენ მივმართავთ მერიას ამის შესახებ და მათ ინფორმირებას ვახდენთ. ჩვენ ვალდებულება მათი ინფორმირების არ გვაქვს, ეს ჩვენი კეთილი ნებაა - თუ მათ მიაჩნიათ, რომ ტექნიკურად რაიმეა მოსაგვარებელი, რაც ხელს შეუშლის ამ ტიპის დემონსტრაციების გამართვას, მოაგვარონ.

ეს წერილი არის უფრო სიმბოლური, ვიდრე რაიმე ტიპის ტექნიკური დანიშნულების მქონე,- განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი