უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ივნისი, 2019 15:50
font-size

40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მოძიებული იქნება იმ ადამიანების ნეშტები, რომლებიც დაკარგულთა სიაში არიან - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე უწყებათაშორისი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უხელმძღვანელა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა, რომელიც 90-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგული პირების მოძიებას, გამოვლენას და ოჯახებისათვის ნეშტების გადაცემას ისახავს მიზნად.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო პროგრამის ძირითად ასპექტებს, მიღწეულ შედეგსა და არსებულ გამოწვევებს. ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 5 წლიანი სტრატეგიას (2017-2021), ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა წარმოადგინა ეროვნული მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილება. კომიტეტმა სტუმრებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის ფარგლებში სამუშაოების სამომავლო მოცულობის გაანგარიშებაც გაუზიარა.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და განაცხადა, რომ საქმე, რომელიც წითელ ჯვართან ერთად კეთდება, მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობისაა.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი ტრაგედიები გამოვიარეთ და რამდენი ადამიანია, რომელიც გაუნელებელი ტკივილით ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია მსხვერპლის ოჯახის ნუგეში, მაგრამ ხშირად მათთვის დიდი შვებაა იმის ცოდნა, თუ სადაა მათი ახლობლის საფლავი. დღეს ჩვენ ვსაუბრობდით თუ რა სამუშაოა გასაწევი მომავალში. ამ პერიოდში 40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მოძიებული იქნება იმ ადამიანების ნეშტები, რომლებიც დაკარგულთა სიაში არიან. მათი რიცხვი დღეისათვის 2300-ს აღწევს. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზურ მხარესთან ორმხრივი საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ოსურ მხარესთან სამმხრივი კომისიის ფარგლებში, წითელი ჯვრის კომიტეტის მეშვეობით ამ საკითხებზე მუშაობს. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მუშაობის ეფექტურობა მეტი კოორდინაციით. ძალიან მალე ალბათ სამუშაო ჯგუფს შევქმნით, სადაც ყველა შესაბამისი უწყება იქნება წარმოდგენილი, რომელიც პროცესში უკვე ჩართულია და საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ცნობისთვის,საკოორდინაციო მექანიზმის მანდატი 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული 2,200-ზე მეტი პირის ბედისა და ადგილსამყოფელის გარკვევას და მათი ოჯახის წევრების სათანადოდ ინფორმირებას ითვალისწინებს. მისი საქმიანობა მკაცრად განსაზღვრული, მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა. მექანიზმის საქმიანობის შედეგად 2010 წლიდან დღემდე ჯამში 129 სამარხის გახსნა და 430 ნეშტის ექსჰუმირება მოხერხდა. იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 163 პირის ნეშტი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს ყველას, ვისაც შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს საფლავის ადგილმდებარეობის ან დაკარგული პირების შესახებ, დაგვიკავშირდით ნომერზე (995 32) 2 93 17 45.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი