უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 ნოემბერი, 2018 15:30
font-size

400 ლარამდე პენსიის გაზრდა არის უნიჭო პოპულიზმი, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ აღიარეს, რომ ეს ტყუილია - ანდრია გვიდიანი

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსის, ანდრია გვიდიანის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის დაპირება პენსიის 400 ლარამდე გაზრდის შესახებ არარეალურია.

„ვფიქრობ, ეს არის უნიჭო პოპულიზმი, ეს აღიარა კიდეც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომან გოცირიძემ, გრიგოლ ვაშაძემ და თქვეს, რომ ეს არის სამომავლო პერსპექტივა და 2020 წლის შემდეგ, როდესაც მოვლენ ხელისუფლებაში, მერე იქნება 400-ლარიანი პენსია. თვითონვე აღიარეს, რომ ეს არის ტყუილი. ხალხთან მიაქვთ საპრეზიდენტო დაპირების ფარგლებში ისეთი დაპირება, რომელიც პრაქტიკულად შეუსრულებელი დარჩება და არის უბრალოდ ტყუილი”, – განაცხადა გვიდიანმა.

მან ასევე ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ამ დაპირების შესრულება შეუძლებელია.

„ბიუჯეტის კომპონენტების გათვალისწინებით, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ჩვენმა ბიუჯეტმა შეძლოს 400-ლარიანი პენსიების დარიგება იმ 732 ათას პენსიონერზე, რომელიც საქართველოშია. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 732 ათასი პენსიონერია, პენსია არის 180 ლარი, ანუ შესაბამისად რომ გახდეს 400 ლარი, ამისთვის დაახლოებით ორი მილიარდი ლარია საჭირო. ამ თანხის მოძიება დღეს ბიუჯეტში არის პრაქტიკულად გამორიცხული. ეს ორი მილიარდი უნდა მოვაკლოთ მაშინ ისეთ პროექტებს, რაც მთლიანად სახელმწიფოს ფუნქციონირებას შეუშლის ხელს“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს - ნათია თურნავა

5 დეკემბერი, 2019 , 17:45

ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ნაპოვნი მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს. ჩვენ შეიძლება იმ ტემპით ვერ ვვითარდებით, რაც ენერგეტიკოსებს გაუხარდებოდათ და ჩვენს ეკონომიკ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9573 ლარი გახდა

5 დეკემბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნუ

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 6 ობიექტი გაიყიდა და 8 მლნ ლარზე მეტი შემოვიდა - ნათია თურნავა

5 დეკემბერი, 2019 , 15:20

მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული უპრეცედენტო საპრივატიზაციო პროექტი - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვი

მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც საქართ

არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება, რომ მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა - ირაკლი ჩიქოვანი

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა და შესაბამისად, ეს ბიზნესისთვის პოზიტიური და დადები

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10 პროცენტით გაიზარდა - ღვინის ეროვნული სააგენტო

5 დეკემბერი, 2019 , 12:25

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10 პროცენტით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`