უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2021 16:05
font-size

48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
გაყალბებული არჩევნების ფონზე 48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა.
„„ქართული ოცნება“ ერთ პარტიულ პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას. დღეს გავიგეთ, რომ ერთ კვირაში ისინი აპირებენ მანდატების მოხსნას. ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე ვიღებთ ასეთ სურათს - გაყალბების პირობებში 48 %-იანი პარტია „ქართული ოცნება“, იღებს თავის თავზე სერიოზულ პოლიტიკურ პასუხისგებლობას, რომ 52%ამომრჩეველს უთხრას უარი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე. ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა. ისინი ირჩევენ ერთპარტიულ პარლამენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შეყავთ ღრმა კრიზისში.
ჩვენ მივაღწიეთ პროპორციულ არჩევნებს, მართალია ნაწილობრივ მაგრამ მაინც. ასევე დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. არ შეიძლება „ოცნება“ იყოს მარტო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პარლამენტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და შემდეგ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების თვალში იქნება არალეგიტიმური.
რას მოიმოქმედებს პარლამენტი?! ეს იქნება ბოლო აკორდი, ოპოზიციისა და მმართველი პარტიისთვის. თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანის ხმები. ეს არის პრინციპული საკითხი! სანამ საქართველოში არ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს პოლიტიკაში, იქამდე ადამიანებს ვერ დავუბრუნებთ ნდობას. ადამიანებს აღარ სჯერათ თავისუფალი არჩევნის. სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკა არ კეთდება, ეს კი „ქართულ ოცნებას“ აწყობს,“ - აცხადებს ხაზარაძე.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი