უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მაისი, 2017 13:30
font-size

5 სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად 2300 საჯარო მოხელე გაათავისუფლეს, ხოლო თვითმმართველი ქალაქების ააიპებში - 137 ადამიანი - საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მონიტორინგის ანგარიში წარადგინა, რომელიც ეხება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საჯარო სამსახურებში 10%-ით შემცირებასა და შტატების რეორგანიზაციის პროცესს.

12 სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყველაზე მეტი თანხა - 39 მილიონი ლარი შემცირდა ანაზღაურების ნაწილში, რაც გამოიხატა პრემიებისა თუ დანამატების ფონდის შემცირებასა თუ საერთოდ გაუქმებაში. რეორგანიზაცია 5 სამინისტროში ჩატარდა, რომლის შედეგად 2300 საჯარო მოხელე გათავისუფლდა. მათთვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხა 5 მილიონ 322 ათას 300 ლარს შეადგენს.

5 თვითმმართველი ქალაქის (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ფოთი) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თვითმმართველმა ქალაქებმა საბიუჯეტო ხარჯები შეამცირეს სულ 3 მლნ 630 ათასი ლარით, ხოლო აიპების დაფინანსება 1მლნ 220 ათასი ლარით. გარდა ამისა, ააიპებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სულ სამსახურიდან გათავისუფლდა 137 თანამშრომელი.

მონიტორინგი 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 31 იანვრის პერიოდს მოიცავს.

ანა მებურიშვილი

გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან, საჯაროდ მიმართა

21 სექტემბერი, 2018 , 14:00

კახა კუკავას შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან აქცია-პერფორმანსი გამართა. წულაიამ ოლიგარქს საბავშვო ზღაპრის წიგნი „მატყუარა მწყემსი“ გაუგზავნა: „ბატონო ბიძინა, როდესაც ბევრს ცრ

აფხაზეთის მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

21 სექტემბერი, 2018 , 14:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს აფხაზეთის

„ღამის ავტობუსის“ მარშრუტი დღეიდან ამოქმედდება

21 სექტემბერი, 2018 , 11:20

21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ №222 ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი „ღამის ეკონომიკის“ პროექ

`თბილსერვის ჯგუფმა` პროფესიული დღე მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა

21 სექტემბერი, 2018 , 11:20

“თბილსერვისჯგუფმა” თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და დასუფთავების, განათებისა და ხეების დარგვის საერთაშორისო დღეები „ვაკის პარკში“ მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა. წლის საუკეთესო თანამშრომლებ

`დავირაზმოთ და ვიბრძოლოთ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ”... - არჩილ გამზარდია

21 სექტემბერი, 2018 , 11:20

პოლიტოლოგი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ფეისბუკზე სტატუსს აქვეყნებს:  „ჩვენ, ყველა და თითოეული, უნდა დავირაზმოთ და ვიბრძოლოთ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ვიბრძოლოთ ყველგან, სადაც კი შეგვიძლია და როგო

საზღვრის უსაფრთხოების და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შექმნის ღონისძიებები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 19 სექტემბერს გამოაქვეყნა ტერორიზმის შესახებ ქვეყნები

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`