უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 ნოემბერი, 2016 15:40
font-size

50 %-ით როგორც გაუფასურდა ქართული ლარი დოლართან მიმართებაში, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა - ზაზა ხუციშვილი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, ლარი 50 %-ით დოლართან მიმართებაში როგორც გაუფასურდა, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა.

ამის შესახებ ხუციშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ლარი ჩემი ერთ-ერთი ინტერვიუს თემა იყო, რომლის გამო, საშინელი კრიტიკის ქარცეცხლი დამატყდა. აღარ ვითვლი იმ შეურაცხყოფას, რომელიც იყო, მაგრამ რადგან პოლიტიკაში წავედი, უკვე თმენის ვალდებულება მაქვს და აუცილებლად მოვითმენ ყველაფერს. თუ ჩვენ შევხედავთ იმ პროდუქტებს, რომელსაც საქართველო აწარმოებს, ეს არის ქართული ხორცი, ქართული კვერცხი, ქართული კარაქი, პური და ა.შ. თუკი ესენი დოლარის კურსს მიჰყვებოდა, მაშინ დღეს ხორცი უნდა ღირდეს 18 ლარი, ყველი უნდა ღირდეს 18 ლარი, ანუ, 50%-იანი რომ ყოფილიყო ფასების ზრდა. ამ შემთხვევაში, რა თქმაუნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა ყველას მდგომარეობა.

პროდუქტების მეორე ნაწილი, რომლის შესაქმნელად გარკვეული ნედლეული შემოდის იმპორტზე, რა თქმა უნდა, გაძვირდა, მაგალითად შაქარი, ასეთი კიდევ ბევრი პროდუქტია. კიდევ ერთხელ რომ ავხსნა გასაგებად, მე მგონი, ისედაც ნათელია, 50 %-ით როგორც გაუფასურდა ქართული ლარი დოლართან მიმართებაში, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა. ის პროდუქტი, რომელიც იმპორტზე შემოდის, გაძვირდა", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცესმა ძალიან დააზარალა ის ადამიანები, ვისაც სესხი აქვს დოლარში და ასევე ძალიან დააზარალა ადამიანები, ვისაც ბიზნესი აქვს აგებული იმპორტზე.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ანაკლიის პროექტის ბედი დასრულებულია - რომან გოცირიძე

15 ოქტომბერი, 2019 , 18:06

ანაკლიის პროექტის ბედი დასრულებულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება, პროექტი არ განხორციელდება. „ამის შეს

კობახიძის არითმეტიკის არასდროს არ მჯეროდა - ეკა ბესელია

15 ოქტომბერი, 2019 , 17:56

„კობახიძის არითმეტიკის არასდროს არ მჯეროდა. მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილიც შეცდომაში შეიყვანა და ზურაბიშვილისთვის გამარჯვება მიალოცინა, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდე

მე ვრჩები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად - ზაზა პაპუაშვილი

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, „საკმ

კარგად მახსოვს ირაკლი კობახიძის 2016 წლის მუქარა და ახლა მე ვაფრთხილებ, ნუ შეეცდება იგივეს - ნინო ბურჯანაძე

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

„ირაკლი კობახიძის საარჩევნო არითმეტიკა და მისი პროგნოზი უკვე ფანტასტიკის სფეროც აღარ არის. მან გუშინ განაცხადა, რომ მანდატების 45%-ს „ქართულ ოცნება“ მოიპოვებს, დღეს გამოგვიცხადა, რომ 60 %-ს მოიპოვებს, ხ

კარგად მახსოვს ირაკლი კობახიძის 2016 წლის მუქარა და ახლა მე ვაფრთხილებ, ნუ შეეცდება იგივეს - ნინო ბურჯანაძე

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

„ირაკლი კობახიძის საარჩევნო არითმეტიკა და მისი პროგნოზი უკვე ფანტასტიკის სფეროც აღარ არის. მან გუშინ განაცხადა, რომ მანდატების 45%-ს „ქართულ ოცნება“ მოიპოვებს, დღეს გამოგვიცხადა, რომ 60 %-ს მოიპოვებს, ხ

2020 წელს ვინ გაიმარჯვებს და ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას ამას გადაწყვიტავს მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია - კახა კალაძე

14 ოქტომბერი, 2019 , 15:45

თბილისის მერი კახი კალაძე "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას  განცხადებას  გამოეხმაურა.  "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება და ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას ამას გადაწყვი