უკან

საზოგადოება

16 მარტი, 2019 12:15
font-size

509 თბილისში, 38 გორში - სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის ბინები შეისყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 547 ბინები შეისყიდა, საიდანაც 509 ბინა თბილისში, ხოლო - 38 გორში მდებარეობს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ აშენებულ და მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა ღიად და გამჭვირვალედ, კონკურსის წესით, მოხდა. კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები წინასწარ დაადგინა. მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისია განსაზღვრული. ამ ეტაპზე, სამინისტრომ თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი საცხოვრებელი ფართები შეიძინა, რადგან სამოთახიანი ბინები გასულ წელს უკვე შეისყიდა.

ბინების შესყიდვის გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ მიიღო, რომლის მუშაობის პროცესშიც ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ბიზნეს ომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები არიან ჩართულები.

მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს უკვე შეძენილი აქვს 800 ბინა თბილისში, 25 ხაშურში და 20 მარნეულში, რომლებიც დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან თინათინ ბოკუჩავა პოლიციის ძალით გააძევეს

19 მაისი, 2019 , 20:55

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა პოლიციის ძალით გააძევეს. მას თან არ ჰქონდა პირადობის მოწმობა და ჰქონდა მართვის მოწმობა. ოპოზიცის წევრი აპირებდა, რომ დაერეკა ცესკო-ში და ეთქვა საუბნო საარჩევნო კო

შემაშფოთებელია კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები - საია

19 მაისი, 2019 , 15:04

ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება, - ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 14:00 საათისთვის დამკვირ

ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

19 მაისი, 2019 , 09:05

ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდო, შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა და 31 ადამიანი ხმის მიცემის უფლების გარ

აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

18 მაისი, 2019 , 17:45

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ აქ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ვხვდები თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს. ვფიქრობ, ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგება“, - ამ სიტყვებით, ქართულ ენაზე მ

ცესკო-ში ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

18 მაისი, 2019 , 16:58

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის

თბილისსა და 30-ზე მეტ ქალაქში, კოსტიუმირებული დღესასწაული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18 მაისი, 2019 , 11:25

ღია ცის ქვეშ გაცოცხლებული მუზეუმის იდეის ფარგლებში, 18 მაისს, მთელს საქართველოში კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული დღესასწაული, ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. სამოსის დღე უკვე ოთხი წელია მთელი საქართველოს მასშტაბებით იმ