კომენტარი
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ 540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო.
„ის, რომ გარკვეული სერვისებით სარგებლობს პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ფული არ უნდა გადაიხადოს? კონკრეტული კონტრაქტებია გაფორმებული. საარჩევნო პერიოდში გვქონდა სხვადასხვა ხარჯთან დაკავშირებული დავალიანება, რის გამოც, როცა გაგვიჩნდა საშუალება ოფისის გაყიდვის შემდგომ, ამ დავალიანების უდიდესი ნაწილი, თუ, მგონი, მთლიანად, იქნა გასტუმრებული. კიდევ იყო, მგონი, საარქივო მასალის ხარჯი.
კონტრაქტები როცა ფორმდება სხვადასხვა აქტორს შორის, ეს ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს ინტერესს ატარებს? არ არის ასე. საარჩევნო დავალიანება გავისტუმრეთ და არსებობს ამის დოკუმენტაცია. ალბათ ხვდებით, ეს ყველაფერი უკანონოდ რომ იყოს გადახდილი, მხოლოდ გაფრთხილებით არ დასრულდებოდა ეს პროცესი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
კომინიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო. კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა.
საკვანძო სიტყვები:
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ საერთაშორისო ძებნაზე შესაბამის ორგანოს უკვე მივმართეთ - პროკურორი
13 თებერვალი, 2026 , 17:28
ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ - გია ვოლსკი
13 თებერვალი, 2026 , 17:10
გაასაჯაროონ „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რაც დაფარეს, როცა ხელისუფლებას ამდენი პრობლემა აქვს კორუფციასთან და ეს არის კორუმპირებული რეჟიმი - ტატა ხვედელიანი
12 თებერვალი, 2026 , 16:54
ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს ანგარიშსწორების პოლიტიკა - შალვა პაპუაშვილი
10 თებერვალი, 2026 , 12:42
არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კვერცხის მწარმოებლებმა თადარიგი იანვარში დაიჭირეს, როდესაც ჯერ გააძვირეს პროდუქტი, ახლა კი მის ფასს ამცირებენ - გიორგი ხიშტოვანი
6 თებერვალი, 2026 , 17:34
ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
6 თებერვალი, 2026 , 11:53


