უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ივნისი, 2020 15:45
font-size

6 ივლისიდან ნებადართული ხდება იმ პროფესიული სასწავლებლის მუშაობა, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება - ბექა ფერაძე

6 ივლისიდან ნებადართული ხდება იმ პროფესიული სასწავლებლის მუშაობა, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება და მიიღეს დადებითი დასკვნა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, უკვე დაწყებულია სექტორის შემოწმება და მომდევნო ორშაბათამდე ეს პროცესი სრულად იქნება დასრულებული.

„გარდა ამისა, ტრენინგცენტრები, როგორც იცით, მხოლოდ ღია სივრცეებში იყო ნებადართული და მომდევნო ორშაბათიდან, ყველა ტიპის ტრენინგი და კონფერენცია, მათ შორის დახურულ სივრცეებში, იქნება ნებადართული. პროტოკოლი ამ მიმართულებით დღეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნება გამოქვეყნებული.

რაც შეეხება მოთხოვნებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს კონფერენცია-ტრენინგი დახურულ სივრცეში, ეს არის, რომ ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე უნდა ხდებოდეს ერთი ადამიანის დაშვება. თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, აუცილებელი იქნება ნიღბის გამოყენება და ჯგუფური ვარჯიშისას, შესაბმისად, როდესაც ადამიანების კონცენტრირება ხდება ერთ სამუშაო სივრცეში, სახის ფარი იქნება სავალდებულო მოთხოვნა. გარდა ამისა, ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც თქვენთვის კარგად არის ცნობილი, დეზინფექცია და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება, როგორიც არის ტემპერატურის სკრინინგი და ასე შემდგომ, კვლავ რჩება ძალაში“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

13 აგვისტო, 2020 , 15:40

რუსთავის სასჯელაღსრულების ნომერ მეექვსე დაწესებულების პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. 20 წლის ბადრი წოწორიამ პროტესტის ნიშნად 14 ცალი მეტალის უცხო სხეული ქსნის მეათე დაწესებულების საკარანტინე ზონაში გადაყლაპა, სადაც ყბაზე

2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდება

13 აგვისტო, 2020 , 15:10

ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდებათ, - ამის შესახებ "მედიანიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების განცხადებით, პრემიერ-მინი

ხვალ მარიამობის მარხვა იწყება

13 აგვისტო, 2020 , 14:33

ხვალ მარიამობის მარხვა იწყება, რომელიც 28 აგვისტოს დასრულდება. მარიამობის მარხვა დაკავშირებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებასთან, რომელსაც წმინდა ეკლესია ახალი სტილით 28 აგვისტოს აღნიშნავს. მართლმადიდებელმა ეკლესიამ

ისრაელის საელჩო და განათლების სამინისტრო საპილოტე პროექტს განახორციელებენ

13 აგვისტო, 2020 , 12:10

ისრაელის საელჩო და განათლების სამინისტრო პროფესიულ-საგანმანათლებლო სისტემაში მეწარმეობის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, საპილოტე პროექტს განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელე

ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდება

13 აგვისტო, 2020 , 12:10

ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გადავადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გადავადებასთან ერთად, არც საურავების

მთავრობა ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას განახორციელებს

13 აგვისტო, 2020 , 12:10

პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა 2020 წლის დეკემბრამდე ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს. აღნიშნული განცხადება გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა ის კომპანია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე