უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ივნისი, 2020 14:55
font-size

6 ივლისიდან სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე ორშაბათიდან გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ.

მთავრობის ადინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს მაღალი მობილობის პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვინაიდან მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი გაზომილია და გამოწვეულია მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევებით, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. საქართველოს მთავრობა ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში იღებს.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ და მას შემდეგ, რაც მსოფლიოში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად გაუქმდა, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისები შეჩერდა, თუმცა ფრენები ევროპის მიმართულებით არ შეწყვეტილა და კომპანია „აირზენას“ მიეცა საშუალება, შეასრულოს კომერციული ფრენები ევროპის მიმართულებით, ბაზარზე არსებული საჭიროების გათვალისწინებით. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ ივლისში უკვე დაგეგმილია 12 კომერციული რეისი. ამასთანავე, სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიასთან ავიარეისების აღდგენის თაობაზე და კონკრეტული გადაწყვეტილებები ეტაპობრივად მიიღება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა PCR ტესტირებების გაფართოების პროცესსა და მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებში ტესტირების მიმდინარეობაზე, ასევე კლინიკებში არსებულ მდგომარეობაზე.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 928 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 794 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 229 პირი.

ორფოლოს პოლიგონზე 23-ე ბატალიონის საველე წვრთნები დასრულდა

26 სექტემბერი, 2020 , 12:30

მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ასეულის დონის შემაჯამებელი

ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში

26 სექტემბერი, 2020 , 12:30

სს “პაშა ბანკ საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე ბატონი სელიმ ბერენტი დაინიშნა და ის მოვალეობების შესრულებას 2020 წლის 24 სექტემბრიდან შეუდგა. სელიმ ბერენტმა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 166 აჭარას, 41 კი თბილისს უკავშირდება

26 სექტემბერი, 2020 , 12:05

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარას, 41 თბილისს, ხოლო 55 იმერეთს უკავშირდება. და

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მუშაობის ექვსთვიანი ანგარიში წარადგინა

26 სექტემბერი, 2020 , 12:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუ

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც ჩვენი უპირატესობაა ჩამოვყალიბდეთ რეგიონის ციფრულ ჰაბად - ვახტანგ აბაშიძე

26 სექტემბერი, 2020 , 11:40

საქართველოს გარანტირებული უპირატესობა აქვს, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს განვითარებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა და კომერციული კონტრაქტები, რათა აქტიურად განავითაროს კორიდორი ევროპ

ქართული ენის უპატივცემულობის მაგალითებით წინა არჩევნების მსგავსად, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია გამონაკლისი - „თავისუფალი საქართველო“

26 სექტემბერი, 2020 , 11:40

„თავისუფალი სართველოს“ ქობულეთის მაჟორიტარი კანდიდატი რუსუდან ოქროპირიძე არაქართულენოვანი საარჩევნო პლაკატების გამოჩენას ეხმაურება. მისი თქმით, ქართული ენის უპატივცემულობის მაგალითებით წინა არჩევნების მსგავსა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე