უკან

კომენტარი

28 იანვარი, 2020 13:15
font-size

6 წელი თუ დევნიდნენ, როგორ მუშაობდა? - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის განახლებული ცენტრის- „112“-ის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვახტანგ გომელაური მედიაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის, რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ პატრულ-ინსპექტორმა დანაშაული ნახა და უკანონო ბრძანება მიიღო, დაუყოვნებლივ უნდა შეეტყობინებინა გენერალური ინსპექციისთვის, ან პროკურატურისთვის.

„ეს ფაქტი მაშინ როდესაც მოხდა, ვიცოდით, გავიგეთ რა თქმა უნდა, რომ ინციდენტი მოხდა უმნიშვნელო - მე ასე დავარქმევდი. ასეთი პრეცენდენტი ხდება ძალიან ბევრი, თუნდაც ავიღოთ აქციების დროს, ამაზე 10-ჯერ მძიმე ფაქტები ხდება, როდესაც არ ვაკავებთ.

რა თქმა უნდა ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო, აგრესიული გახდა ეს ადამიანი. ამ ვიდეოს წინ რა უძღოდა ის არ ჩანს, რატომ გახდა აგრესიული. ეს ადამიანი, როგორი ადამიანია მე ამის შეფასებას თავს უფლებას არ მივცემ, ოჯახმა თავად გააკეთა განცხადება.
მოხდა ეს პრეცენდენტი 6 წლის წინ. ეს ვიდეო შენახული ჰქონდა თუ რა იყო, მე ნამდვილად არც მახსოვდა ეს დვალიშვილი იყო, თუ სხვა გვარი.

რაც შეეხება დევნას - რეფორმა გაკეთდა ჩვეულებრივ საპატრულო პოლიციაში და მას უწევდა სხვა თანამდებობაზე გადასვლა.

მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ მან ნახა რომ დანაშაული იყო, ის ვალდებული იყო წაეღო მტკიცებულებები ან გენინსპექციაში, ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა ვითომ „თავდაცვის“ მიზნით. ვინ დევნიდა? 6 წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ მისმა მეუღლემ დაიწყო მუშაობა უწყებაში. როგორ ფიქრობთ, 6 წელი რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი, უსაფრთხოების სამსახურისგან, ან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იმუშავებდა კიდე?! რაც ამ ადამიანმა გააკეთა ეხლა დღეს, ჩემთვის ძალიან მიუღებელია მისი საქციელი. მოქალაქის ქმედებაც მოსაწონი არ არის, რა თქმა უნდა. პატრულ-ინსპექტორმა უნდა დასაჯოს ის. თუ არასწორი მითითება მისცა მისმა ხელმძღვანელმა, უნდა გაესაჩივრებინა და არა შეენახა. მინისტრის მოადგილის მძღოლი არ არის უფროსი არცერთი პატრულის თანამშრომლის, ჩემი მძღოლიც არ არის არცერთი პატრულ-ინსპექტორის უფროსი.

პროკურატურაში შეიტანა ამ ადამიანმა, იმედია სრული ვიდეო ექნება შენახული, სრული ვიდეო თუ არ წაშალა, რაც თვითონ არ აწყობდა ამ პატრულის თანამშრომელს. პროკურატურა იძიებს და დაველოდოთ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი