უკან

საზოგადოება

17 ივლისი, 2019 12:15
font-size

6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%ში უწყებებმა ჩვენი პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა.

„2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%ში უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს. მათ შორის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სრულად იქნა დაკმაყოფილებული ბიზნესომბუდსმენის დასკვნა ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით. შედეგად, ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არცერთ ეტაპზე არ მოხვდება დღგ-ს დაბეგვრის არეალში. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება 2011 წლის 23 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც.“-განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაგზავნილ რეკომენდაციებს და დასკვნებს შორისაა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ შენიშვნები. ასევე - საქართველოს ბიზნესომბუდსმენის დასკვნა, „ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.

„საქართველოს პარლამენტმა რიგ შემთხვევებში გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, და შედეგად, დაიხვეწა საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ. ასევე -გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული საქართველოს ბიზნესომბუდსმენის დასკვნა, „ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ და შედეგად ტექნიკურ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დასაშვები ხდება საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება რეალიზაცია.“-განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება. აპარატში შესული განცხადებების უმრავლესობა თბილისიდანაა- 60%, შემდეგ მოდის აჭარა - 20%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მასში შემავალ სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ.

„კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო ბიზნესია და მიმართვიანობის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 15 კომპანიის საქმე განიხილეს და 90%ში ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიცია ფინანსთა სამინისტრომ სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინა.“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

24 აგვისტო, 2019 , 15:20

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილ

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს