უკან

საზოგადოება

22 ნოემბერი, 2016 17:05
font-size

6 თვის განმავლობაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა 40 ადამიანი

პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, მიმდინარე წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ბევრად აჭარბებს 2015 წლის მონაცემებს.

პროფკავშირებმა შინაგან საქმეთა სამნისტროდან ოფიციალური მონაცემი გამოითხოვა, რომლის თანახმადაც 2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით (მხოლოდ 6 თვის განმავლობაში) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა 40 ადამიანი, ხოლო 33 მძიმედ დაშავდა.

სტატისტიკა ძალიან საგანგაშოა, ვინაიდან გარდაცვლილთა რაოდენობა 2015 წლის მთელი 12 თვის განმავლობაში 42 გარდაცვლილს შეადგენდა, ხოლო 2016 წლის მხოლოდ 6 თვეში უკვე 40-ს შეადგენს.. აღსანიშნავია, რომ მდგომარეობის ასეთი რადიკალური გაუარესება ხდება იმ ფონზე, როცა სახელმწიფომ 2015 წელს შექმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, თუმცა ის არ აღჭურვა შესაბამისი ეფექტური უფლებამოსილებითა და ვალდებულებებით.

პროფესიული კავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღებისა და ქმედითი შრომის ისნპექციის შექმნისაკენ, რომელსაც ექნება ბერკეტები და უფლება დამსაქმებლისგან დაუკითხავად, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდეს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებში და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები გაატაროს კანონის დამრღვევი კომპანიების წინააღმდეგ. ცვლილები დაუყოვნებლივ განსახორციელებელია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად, და არ არის საჭირო ველოდოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ხანგრძლივი ვადების ამოწურვას. ყოველი დაყოვნებული დღე მორიგი საწარმოო უბედური შემთხვევის გამომწვევია.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი