უახლესი ამბები
- 28.01.2021 17:57მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:49დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
- 28.01.2021 17:35პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
- 28.01.2021 17:35პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა
- 28.01.2021 17:35`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
- 28.01.2021 17:15სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი - ალეკო ელისაშვილი
- 28.01.2021 17:09კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
- 28.01.2021 16:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა
- 28.01.2021 16:45ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში ისევ გადაიდო
არქივი
პოლიტიკა


60 მილიონით ჩინოვნიკების კი არა, ექიმების ხელფასები უნდა იზრდებოდეს - მამუკა ხაზარაძე
"წინა წლის ბიუჯეტი კორუფციულადაა გაფლანგული და ახალ ბიუჯეტში მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება”, - “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იმ პრობლემატურ საკითხებზე საუბრობს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ჩამოშლილი ეკონომიკა, გაუფასურებული ლარი და პანდემიასთან წაგებული ბრძოლა.
როგორც ხაზარაძე განმარტავს, მენეჯმენტი, რომელიც დღეს მთავრობას აქვს, არასწორია. არასწორია ბიუჯეტის დაგეგმარებაც, რადგან 2020 წლის ბიუჯეტის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მისი თქმით, ის კორუფციულადაა გაფლანგული.
“რასაც ვუყურებთ, ჩინოვნიკების ხელფასები იზრდება. რომელი ბიუჯეტის დამტკიცებაზე გვეპატიჟებიან, როდესაც წინა წლის ბიუჯეტს არ განიხილავენ, აანალიზებენ. ამას აკეთებს ყველაზე მცირე, ხუთკაციანი შპს-ც კი - სანამ მიიღებს მიმდინარე წლის ბიუჯეტს, აუცილებლად გადახედავს და შეისწავლის წინა წლისას. მიმაჩნია, რომ იქ ჩადებული 60 მილიონით ჩინოვნიკების ხელფასები კი არ უნდა იზდებოდეს, არამედ ექიმების. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელთა იმედზეც ვართ დარჩენილები. ძალიან კარგი იქნება, ამ თემებზე პარლამენტიდან ვსაუბრობდეთ, თუმცა როდესაც ხმები მოპარულია, ვერ შევეგუებით ამას და ვიბრძოლებთ სამართლიანი არჩევნების დასაბრუნებლად,”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მისი თქმით, საქართველო მსგავს ექსპერიმენტებს ვეღარ გაუძლებს, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება და სოციალური ფონი საბოლოოდ დამძიმდება.
“ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმით, რაც ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანას დამართა ბიძინა ივანიშვილმა. მას შეეძლო, სხვა ადამიანებთან ერთად, სხვანაირი მართვის კულტურით, ეს ქვეყანა ექცია წარმატებულ სახელმწიფოდ.
რეალურად კი მივიღეთ ჩამოქცეული ეკონომიკა და არამართვადი პანდემია. მათ წააგეს პანდემიასთან, წააგეს ლარის კურსთან, წააგეს ეკონომიკასთან ბრძოლა. როდესაც არ გამოგდის ქვეყნის მართვა, სხვას უნდა მისცე ქვეყნის მართვის საშუალება. ეს ქვეყანა ამდენ ექსპერიმენტს და არასწორ გადაწყვეტილებას ვერ გაუძლებს,”-აცხადებს ხაზარაძე.

დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
28 იანვარი, 2021 , 17:49

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
28 იანვარი, 2021 , 17:35

პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა
28 იანვარი, 2021 , 17:35
პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა
28 იანვარი, 2021 , 16:45

ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში - კახა კუჭავა
28 იანვარი, 2021 , 15:15

თუ ნერვიულობენ გაიტანონ განცხადებები და აქედან გამომდინარე გარანტია ექნებათ, რომ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება - მამუკა მდინარაძე
28 იანვარი, 2021 , 14:35