უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აპრილი, 2020 17:00
font-size

60 წელზე ზევით მოსახლეობა და მოწყვლადი ჯგუფები შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან - ეკატერინე ტიკარაძე

სახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მოსახლეობის ზემოხსენებულ კატეგორიებში პნევმოკოკით ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.

„ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან სიკვდილიანობის გამომწვევი და ძირითადი დაავადებების გაანალიზება მოხდა. აქ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად არის განვითარებული პნევმონია.

ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად და ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე, მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც საქართველოში ვგეგმავთ. ეს არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც დეტალურად ვამუშავებთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაოდენობა და სახელობითი სია იმ ადამიანების, რომლებზეც ვცდილობთ განვახორციელოთ ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ყველა ჩვენს მოქალაქეს. არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ საქართველოში ეს შევიდეს სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოქალაქეებში ამ ვაქცინის განახლება მოხდეს,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის ეთერში.

30-31 მაისს თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება

25 მაისი, 2020 , 17:45

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს, პირველად, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი გახდა

25 მაისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1916 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში გამოიდარებს და დათბება

25 მაისი, 2020 , 17:35

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. „27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართვ

სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება

25 მაისი, 2020 , 17:31

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმა

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

25 მაისი, 2020 , 17:24

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. მოვაჭრეების თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და ბაზრობის დაკეტვამ ისინი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დატოვა. ერთერთი ვერსიით, ელია

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

25 მაისი, 2020 , 17:14

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ, - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფ