უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
67- ე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგმა პროტესტის ნიშნად გაკვეთილის ჩატარებაზე უარი განაცხადა
თბილისის, 67-ე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი ცირა ნაყეური გაკვეთილების ჩატარებაზე უარს აცხადებს. ამის მიზეზი სკოლის დირექტორის მიერ, ქიმიის მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლება გახდა.
„ვაპროტესტებ დოდო კეზუას გათავისუფლებას. ის არის აღიარებული პედაგოგი და ქიმიის სპეციალისტი. თუ დოდო კეზუა არ უნდა იყოს სკოლაში, ვფიქრობ, ძალიან ბევრს არ გვაქვს სკოლაში ყოფნის უფლება. უკიდურეს ზომას მივმართე, მეც არ შევალ დღეს სკოლაში და ალბათ, როგორც დოდო კეზუას გაშვების გადაწყვეტილება მიიღო დირექტორმა, მეც გამიშვებს. იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო არ დააგვიანებს ბრძანების გამოქვეყნებას და არ მიეცემა დირექტორს სხვა მასწავლებლების გათავისუფლების უფლება”, - განაცხადა ცირა ნაყეურმა.
დოდო კეზუას ადვოკატის, მარინა ძამსაშვილის თქმით, მას გუშინ, 00:00-ზე ჩაბარდა სკოლის გადაწყვეტილება დოდო კეზუას გათავისუფლების შესახებ.
კეზუას უფლედამცველი აღნიშნავს, რომ ქიმიის მასწავლებლის გათავისუფლება სამსახურიდან იმ დროს, როდესაც ის ბიულეტენზე იმყოფება - კანონდარღვევაა.
ამასთან, განათლების სამინისტრო 67-ე სკოლასთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს.
მონიკა დალიანიძე