უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2017 14:05
font-size

7 უცხოელისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები შს მინისტრმა ბათილად უნდა ცნოს - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, ბათილად ცნოს უწყების გადაწყვეტილება, რომელმაც 7 უცხოელს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძვლით.

ომბუდსმენის თქმით, ამ საკითხის გამოსაძიებლად და უარის თქმის კანონთან შესაბამისობის დასადგენად შსს-ს არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია სახალხო დამცველისთვის. სახალხო დამცველის შეფასებით, გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან არაა მითითებული უარის თქმის მიზეზი, რაც ამ ნორმის გამოყენებისას სავალდებულოა.

„2017 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა 7 უცხოელი პირისათვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და სამინისტროში კანონის ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლის წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოეთის 7 მოქალაქეს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძვლით უარი უთხრა საქართველოში შემოსვლაზე. საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამინისტროდან ყველა საქმეზე გამოითხოვა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი შემთხვევა გახდა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლი; ასევე რომელი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს მოიცავდა „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები პრაქტიკაში“. სახელმწიფო უწყებამ სახალხო დამცველის აპარატს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ მიაწოდა.

საკითხის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძველს პრაქტიკაში საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელ, თვითკმარ საფუძვლად იყენებს და უფლების შეზღუდვის რაიმე დამატებით, კანონმდებლობაში მითითებულ შემთხვევას არ უკავშირებს. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგა კანონს, ვინაიდან განსახილველი ნორმა თავისი ბუნებით მიმთითებელი ხასიათისაა. „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ არ გულისხმობს შესაბამისი რეგულირების გარეშე მისი გამოყენების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, იგი ცალკე აღებული არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ შემთხვევებში საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებები არსებითად ეწინააღმდეგება კანონს. ამდენად, სახალხო დამცველმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით, სახალხო დამცველი ითხოვს ზემოთ განხილული საფუძვლით სამინისტრომ ისარგებლოს მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის კონკრეტულ დებულებაზე მითითებით, თუ კანონმდებლობით დადგენილი იქნება საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სხვა შემთხვევა“, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია -ნინო ლომჯარია

15 ივნისი, 2019 , 15:02

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ გუშინ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებუ

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

15 ივნისი, 2019 , 14:19

14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge  პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას სპოსნორობა პაშა ბანკმა გაუწია. პრეზენტაციას Entrepreneur-ის ამ დრომდე გა

საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები მოწესრიგდა

14 ივნისი, 2019 , 17:18

საქართველოს მთავრობის 14 ივნისის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები მოწესრიგდა, - ამის შესახებ ჰერალდიკის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაცი

ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი თურქეთის უნივერსიტეტის პროფესორს მიენიჭა

14 ივნისი, 2019 , 17:03

„მოხარული ვარ, რომ ჩემი წიგნით - „საქართველოს პირველი წარმომადგენლობა ანკარაში და თურქულ-ქართული ურთიერთობები“ - ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის ერთ-ერთი ყ

თბილისის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს

14 ივნისი, 2019 , 16:26

დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“  წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს. ფესტივალის ფარგლებში თბილისის სხვადსხვა უბანში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

სკოლებში უსაფრთოების გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით, პოლონელ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

14 ივნისი, 2019 , 14:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონელ ექსპე

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!