უკან

პოლიტიკა

22 სექტემბერი, 2018 15:55
font-size

7% ვის მიჰქონდა, ვინ იყვნენ ეს ბიჭები? - გიორგი ფანცულაია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ინფორმაციას თბილისის პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე „ომეგა ჯგუფის“ მხარე მიიღებს მას შემდეგ, რაც ის იქნება აღიარებული სამართლებრივად დაზარალებულად.

ადვოკატმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ პასუხისმგებლობის გადატანას მხოლოდ სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრზე, ლევან ყიფიანზე ცდილობენ.

„დღეის მდგომარეობით გვაქვს ასეთი სიტუაცია. დაახლოებით 2 კვირა გავიდა, რაც პირველი ჩანაწერი იყო გასაჯაროებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხაზს ვუსვამ, ამ ჩანაწერებს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ექსპერტიზა, მაგრამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ამ ჩანაწერებში მყოფი ან ნახსენები ადამიანებისგან ჩვენ პრაქტიკულად ვისმენთ, ზოგიერთი ადასტურებს კიდევაც ამ ჩანაწერის არსებობას.

ისმის ისეთი რაღაც, რომ მაქსიმალურად მათი დისტანცირება მოხდეს და მთავარი პასუხისმგებლობის გადატანა მოხდეს ლევან ყიფიანზე.

ზუსტად ანალოგიურს აკეთებს გამოძიება, რომ დღეის მდგომარეობით ლევან ყიფიანის გარდა აბსოლუტურად არავინ არაა დაკითხული. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პირი იყო გაჟღერებული ამ საქმეში და პლუს ამას, კვლავ ჯიუტად, როგორც ვხედავთ, განსხვავებული პოზიცია პროკურატურას არ დაუფიქსირებია, რაც თავდაპირველად გააკეთა განცხადება, რომ თაღლითობის მუხლით დავიწყეთ გამოძიებაო. ესე იგი კვლავ ჯიუტად ცდილობს პროკურატურა და პროკურატურასთან ერთად ამ ჩანაწერებში ასოცირებული ან ნახსენები ადამიანები, რომ მთავარი პასუხისმგებლობა განაწილდეს ლევან ყიფიანზე.

არცერთ შემთხვევაში არ ვარღვევ არავის უდანაშაულობის პრეზუმციას და მით უმეტეს, პირველი დღიდან იმას ვამბობ, რომ ჩვენი მიზანია, გამოძიებამ დაადგინოს სიმართლე და ჩაატაროს ექსპერტიზები. ბოლოს და ბოლოს, რა უჯდება სახელმწიფოს სამხარაულის ექსპერტიზაზე ან სადმე, რომელიმე ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთოს ამ ჩანაწერებზე ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში, გამოიკვეთება ეს რეალური ვითარება.

მინდა, ერთ მნიშვნელოვან დეტალს შევეხო. ბატონი ზაზა ოქუაშვილი საუბრობდა, რომ ის 50%, ფონდი ყოფილა თურმე, რომ გადაუხდელი თანხები უნდა გადაეხადა ამ გზით კომპანიას, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა, ძალიან გულდასმით ვისმენდი, თუ ახსენებდა რომელიმე პირს, ვინც ჩანაწერებში ისმის. 7% ვის მიჰქონდა, ვინ იყვნენ ეს ბიჭები? “, - აღნიშნა ფანცულაიამ.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი