უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
7 ნომრის ჩამორთმევით ცესკო სერიოზულ ფინანსურ ზიანს მოგვაყენებს - თინა ხიდაშელი 20.08.2012 19:01

კოალიცია “ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, მათ ~7~ ნომრიანი მაისურები და ბუკლეტები უკვე დაბეჭდილი აქვს და თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ნომრის ჩამორთმევას საბოლოოდ გადაწყვეტს, “ქართულ ოცნებას” სერიოზული მატერიალური ზიანი მიადგება.

როგორც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ ხიდაშელმა აღნიშნა, სახელმწიფოს მოუწევს ცესკო-ს მიერ კოალიციისთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებული იყო “ქართული ოცნებისთვის” მანამდე ეცნობებინა ~7~ ნომრის არ მინიჭების შესახებ, ვიდრე ისინი სააგიტაციო მასალების მომზადებას დაიწყებდნენ.

“ჯერ კიდევ 27 მაისს, თბილისის მიტინგზე პირველად გაცხადდა, რომ ჩვენ გამოვიყენებდით 7 ნომერს. იმ დღიდან, რა დღიდანაც გაჩნდა სააგიტაციო მასალა, თუ რაიმე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ცესკო-ს, მას ეს მოსაზრება უნდა გამოეხატა და "ქართული ოცნებისთვის" ეცნობებინა. ჩვენ უკვე ძალიან სერიოზული სააგიტაციო საქმიანობა გავწიეთ. მაისურები ყველა 7 ნომრით არის დაბეჭდილი, სააგიტაციო ბუკლეტები ასევე 7 ნომრით არის დაბეჭდილი. თუ 7 ნომერს ჩამოგვართმევენ, სერიოზულ ზარალს მივიღებთ", - აღნიშნა ხიდაშელმა.