უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ნოემბერი, 2020 16:25
font-size

8 დიდ ქალაქში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, იხსნება ყველა სახის შეზღუდვა - გიორგი გახარია

მიუხედავად პანდემიისა ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლიდით და ვერ დავივიწყებით საახალწლო დღესასწაულებს, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში იხსნება ყველა სახის შეზღუდვა.
„შესაბამისად, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სავაჭრო მოლები, ეს ყველაფერი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, თუმცა უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ის ნორმები, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. სამწუხაროდ, მე მინდა ვთქვა და ეს არ არის საყვედური, ეს გვეხება ჩვენ ყველას, დღესაც, ქვეყანაში მოქმედებს ბევრი შეზღუდვა, რომელიც ან დაგვავიწყდა, ან არ ვასრულებთ, ამიტომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა დავალება, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად იყოს აღდგენილი და გაკონტროლებული ეს შეზღუდვები. ეს სწორედ ის კომპრომისია, რომელზეც მე ვსაუბრობდი, როდესაც ჩვენს ბალანსში, დამატებით, მესამე, პოლიტიკური კომპონენტი შემოვიდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ განმარტა, რომ აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტიც, მაგრამ შეზღუდვა, რომელიც დღეს არის გადაადგილებაზე, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, იქნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
„გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება.
ასევე მინდა გითხრათ, რომ შეზღუდვა, რომელიც ეხება დროს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით და არა ქალაქების მასშტაბით. მინდა, რომ ეს ხაზგასმით აღვნიშნო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, ამ ყველაფერს დეტალურად კიდევ განმარტავენ, ისევე, როგორც ეს ყველაფერი მთავრობის დადგენილებაში იქნება განმარტებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ორი თვის განმავლობაში, სრულად, ქვეყნის მასშტაბით, არის რამდენიმე მიმართულება, რომლებსაც ეხებათ სრულად შეჩერება.
„ეს პირველ რიგში გახლავთ რესტორნები, თუმცა დისტანციური მომსახურება რესტორნებში, მიტანის სერვისები დარჩება, ასევე, ფიტნეს-კლუბები, საცურაო აუზები. უმკაცრესი რეკომენდაციაა მთავრობის მხრიდან კომპანიებში მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ხოლო ჩვენ, ჩვენს საჯარო მოხელეებს სავალდებულოდ გადავიყვანთ დისტანციურ რეჟიმზე. ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს, მინიმალური შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ 2 თვის განმავლობაში უნდა მოგვცეს მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ეს ბლოკებად და ეტაპობრივად გითხრათ - 28 ნოემბრიდან 24-დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს ყველას ერთად საშუალებას, რომ ვიზეიმოთ ახალი წელი და რელიგიური დღესასწაულები ხოლო შემდგომ უკვე ისევ ვუბრუნდები შეზღუდვებს 3 იანვრიდან 16 იანვრამდე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მოგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში.
„შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი ბლოკი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ შესაძლებლობა საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, იმისთვის, რომ მათი მობილობა არ იყოს ასე ვთქვათ ჩაკეტილი დღეებში, არამედ მათ შეეძლოთ დაგეგმონ გადაადგილება ორი, ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით, ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. 16 იანვრის შემდგომ ყველა შეზღუდვა იხსნება. რჩება მხოლოდ შაბათ-კვირას იგივე შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე. ეს არის ყველაფერი, რაც ეხება შეზღუდვებს, რაც არის კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი და რასაც უნდა ჰქონდეს ყველაზე დიდი ძალა ეპიდემიის გავრცელების შეჩერებისთვის.
აქ არის განათლების სფეროში დამატებითი შეზღუდვები, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში გარკვეული შეზღუდვები და დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი