უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

9 აპრილი, 2017 09:00
font-size

9 და 10 აპრილისთვის ამინდის გაუარესებას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 9 და 10 აპრილისთვის ნალექიან ამინდს და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. იწვიმებს, ზოგან ნავარაუდევია ძლიერი წვიმა, მაღალ მთაში კი, თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +6, +11; მთაში +3, +8; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი წვიმა და ელჭექიც. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 მეტრ/წამამდე. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +12, +17; მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.

დღეს, თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 მეტრ/წამამდე. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +14 გრადუსი იქნება.

ხვალ, 10 აპრილს დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანია ამინდია მოსალოდნელი. იწვიმებს, მაღალ მთაში კი, მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +6, +11; მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი, მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +6, +11, მაღალ მთაში +2, +7 გრადუსი.

ხვალ, თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +13 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

თბილისში მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს

18 სექტემბერი, 2018 , 11:10

21 სექტემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის პრემიერი, ქართველი ბანი მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს.  მიხეილ კოლელიშვილი კონსერვატორიის დარბაზში სოლო კონცერტს სა

„ეს იქნება კონცერტი ყველასთვის“ - „თბილისის ცის ქვეშ“ ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2018 , 14:45

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. ქეთი მელუა საქართველოს „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივ

16 და 17 სექტემბერს საქართველოში მცირე ნალექს ელიან

16 სექტემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში 16 და 17 სექტმებრისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის

16 და 17 სექტემბერს საქართველოში მცირე ნალექს ელიან

15 სექტემბერი, 2018 , 14:45

სინოპტიკოსები საქართველოში 16 და 17 სექტმებრისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 16 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლ

დღეს საქართველოში ამინდის გაუარესებას ელიან

15 სექტემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ამინდის გაუარესებას ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვ

ხვალ საქართველოში ამინდის გაუარესებას ელიან

14 სექტემბერი, 2018 , 17:45

სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის ამინდის გაუარესებას ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`