უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ოქტომბერი, 2018 13:15
font-size

9-დან 30 სექტემბრის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების 1; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1; კამპანიისთვის ხელის შეშლის რვა და სააგიტაციო მასალების დაზიანების 14 ფაქტი დაფიქსირდა - ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს 9-დან 30 სექტემბრის პერიოდს, ასევე გარკვეულ მოვლენებს, რომლებიც ამ პერიოდის მიღმა ახდენდა გავლენას საარჩევნო პროცესზე.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მან ცესკოს 17 საცირით მიმართა.

„პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების ერთი; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ერთი; აგიტაციის წესების დარღვევის 12; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცხრა; კამპანიისთვის ხელის შეშლის რვა და სააგიტაციო მასალების დაზიანების 14 ფაქტი. ასევე დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიის კანონსაწინააღმდეგო ინიციატივა საარჩევნოდ ტოტალიზატორის მოწყობასთან დაკავშირებით.

ISFED-მა ცესკოს 17 საჩივრით მიმართა, რომელთა უმრავლესობა საჯარო მოხელეების მიერ უკანონო აგიტაციას შეეხებოდა როგორც სოციალური ქსელებით, ასევე აქტიური ქმედებებით. საჩივრები აგრეთვე დაიწერა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, სააგიტაციო პროცესში რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობასა და პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ინიციატივაზე“,- აღნიშნეს ორგანიზაციაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივრით მიმართა ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რათა მან შეისწავლოს შალვა ნათელაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი ქუთაისში.

„აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდს დაემთხვა მედიაში ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომლებიც ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ამხელს და საარჩევნოდ მმართველი პარტიის სავარაუდო დაფინანსების არალეგალურ სქემას ააშკარავებს.

ჩანაწერები და ბრალდებები, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში მოქმედებს სახელისუფლებო პარტიის დაფინანსების სავარაუდო სქემა, საფუძვლიან ეჭვებს აჩენს ქვეყანაში ელიტარული კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის მიმართულებით. ასეთ პირობებში აშკარაა, რომ პოლიტიკური ფინანსების საკანონმდებლო ჩარჩო და მონიტორინგის არსებული მექანიზმები ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ტენდენციის სახე აქვს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებსა და არაეთიკურ განცხადებებს. მსგავსი თავდასხმის ობიექტი „სამართლიანი არჩევნები“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მხრიდან გახდა“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კრიტიკული განცხადება გააკეთა გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათი დისკრედიტაციის მიზნით განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პარლამენტარებმა, თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმაც გააკეთეს.

„არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მსგავსი კოორდინირებული თავდასხმა წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას, მათი საქმიანობის შეზღუდვისა და საქმიანი რეპუტაციის დაზიანების მცდელობას, რაც, თავის ხმრივ, წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისათვის“, -აღნიშნეს ორგანიზაციაში.

ISFED-ის დაკვირვებით, 9-30 სექტემბრის განმავლობაში შესამჩნევი გახდა საჯარო მოხელეების დიდი ნაწილის მხრიდან „ფეისბუქის“ პირადი პროფილებიდან სამუშაო საათებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია.

„გვხვდებოდა როგორც პირდაპირი აგიტაციის, ასევე ზურაბიშვილის ოპონენტების დისკრედიტაციისადმი მიმართული პოსტები. ამასთან ერთად, დაფიქსირდა სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადებები რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან, რაც აგიტაციის წესების დარღვევას წარმოადგენს.

ანგარიშში მოხვდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებიც – ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტით დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო მიზნით სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ასევე ადგილობრივი პედაგოგებისა და სხვა საჯარო მოხელეების სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე სავარაუდო მობილიზების შემთხვევები.

ხშირია წინასაარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლის შემთხვევები. დაფიქსირდა როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობები. შეინიშნება ოპოზიციური კანდიდატების სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტებიც“,- აღნიშნეს ორგანიზაციაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საბოლოო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებულია 25 კანდიდატი. ISFED-ის შეფასებით, „გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში შემავალი კვალიფიციური პარტიების ხუთი საპრეზიდენტო კანდიდატიდან 4-ს არ აქვს არჩევნების მოგების ინტერესი და მიზნად ისახავს მხოლოდ ენმ-ის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას საარჩევნო კანონმდებლობით კვალიფიციური პარტიებისთვის დადგენილი შეღავათებისა და სარგებლის მიღების გზით.

ე.წ. „ტექნიკური კანდიდატის“ მხარდაჭერით სარგებლობს ასევე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეც“.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომებზე სერიოზული ექსცესები და დარღვევები არ შეინიშნებოდა, თუმცა საგულისხმოა ტენდენცია, რომ ხშირ შემთხვევაში, რომ კომისიის წევრებმა წინასწარ იცოდნენ, თუ ვინ უნდა აერჩიათ თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად. რიგ შემთხვევებში კი თვალშისაცემი იყო საუბნო კომისიის წევრების არაკომპეტენტურობა – ხშირად მათ ნაცვლად დოკუმენტაციას საოლქო კომისიის წარმომადგენლები ავსებდნენ.

ISFED-მა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეკომენდაციაც წარმოადგინა:

„ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ზეწოლა და თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებზე, გამოიჩინონ პატივისცემა სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისადმი პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი მხარდამჭერების მიერ კამპანიური აქტივობებისთვის ხელის შეშლისგან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, პატივი სცენ საარჩევნო კანონმდებლობას და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, არ დააზიანონ კონკურენტთა სააგიტაციო მასალები;

საქველმოქმედო და რელიგიურმა ორგანიზაციებმა თავი უნდა შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისა და რომელიმე პარტიის, ან კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისგან;

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა არ უნდა დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში აგიტაციის გაწევა, უნდა დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, აღკვეთონ საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლო ფაქტები და მიაწოდონ ინფორმაცია მათთან დასაქმებულ საჯარო პირებს საარჩევნო პროცესში მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;

სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ სავარაუდო კორუფციული გარიგება, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების არალეგალურ სქემას უკავშირდება.

საკვანძო სიტყვები:

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

გერმანიაში ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

12 აპრილი, 2024 , 14:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და უცხოელ აქტორს, თუკი არაფერი აქვთ დასამალი ქართველი ხალხისთვის, ხუთი წუთი სჭირდება, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროონ - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:15

არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს მოსახლეობაზე. უნდათ, რომ ყვირილით, სლოგანებით და ლოზუნგებით ჩაახშონ მსჯელობა. ეს ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებია, რომელსაც იყენებენ. ამ კო

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:28

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი