უკან

სამართალი

15 დეკემბერი, 2017 12:55
font-size

#9 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ გიორგი მამალაძის პერსონალური მონაცემები უკანონოდ გადასცა გამოძიებას - ადამიანის უფლებათა ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა მათი წევრის, ადვოკატ თამარ ავალიანის საქმიანობის ხელშეშლის გამო #9 პენიტენციურ დაწესებულებაში. სწორედ აქ იხდის სასჯელს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

ცენტრის ინფორმაციით, ავალიანმა დეკანოზს პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია შეუტანა, რომელიც ასახავდა მსჯავრდებულისა და ბანკს შორის ურთიერთობას.

პატიმართან შეხვედრის შემდეგ #9 პენიტენციური დაწესებულების უფროსის მოადგილემ აუკრძალა ავალიანს დოკუმენტების გატანა დაწესებულებიდან და დაემუქრა, რომ მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადვოკატს არ გაუშვებდნენ. დოკუმენტაცია ავალიანს ჩამოართვეს და გამოძიებას გადასცეს.

ცენტრის შეფასებით, კანონდარღვევა მოხდა, რადგან დოკუმენტაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, რომლის გაცნობის უფლება პენიტენციურ დაწესებულებას არ აქვს. ცენტრმა მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან, დაასაბუთოს, რა საფუძველზე ჩამოართვეს დოკუმენტაცია ავალიანს.

„მედიანიუსი“ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებას გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 – 13:00 საათის ინტერვალში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი, როგორც გიორგი მამალაძის ადვოკატი, იმყოფებოდა #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულთან ხელმოსაწერად შეიტანა დოკუმენტაცია (მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესა და ერთ-ერთ ბანკს შორის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები).

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს წერილობითი განცხადებით მიმართული ჰქონდა #9 დაწესებულების დირექტორისთვის აღნიშნული დოკუმენტაციის შეტანასთან დაკავშირებით ინფორმირების თაობაზე.

#9 დაწესებულებაში შესვლისას, ადვოკატმა გაიარა უსაფრთხოების შემოწმება და მითითებული დოკუმენტებით შევიდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან. დაწესებულებაში შესვლისას დოკუმენტების შეტანაზე ადვოკატისთვის უარი არ უთქვამთ და არ ჩამოურთმევიათ. ადვოკატმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი შეეცადა, დეტალურად გაცნობოდა დოკუმენტების შინაარს, რაც არსებული კანონმდებლობით, აკრძალულია. პროტესტის შემდეგ, დოკუმენტის შინაარსის გაცნობა შეწყდა და ადვოკატმა საბუთები დაუბრკოლებლად შეიტანა დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან.

პატიმართან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც თამარ ავალიანი შემოწმების ოთახში გადიოდა შემოწმებას, ოთახში შევიდა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ არის #9 პენიტენციური დაწესებულების უფროსის მოადგილე. მან ადვოკატს აუკრძალა მსჯავრდებულთან შეთანხმებული დოკუმენტების დაწესებულებიდან გატანა, იმ მოტივით, რომ ეს დოკუმენტები არ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც დეკანოზ გიორგი მამალაძე სასჯელს იხდის. ადვოკატმა მას აუხსნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება, ადვოკატისთვის ჩამოერთმია დოკუმენტაცია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბანკთან ურთიერთობას ასახავდა და რომ ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაცნობის უფლებაც დაწესებულებას არ ჰქონდა. ადვოკატმა პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს ასევე შესთავაზა, რომ გავიდოდა დაწესებულებიდან, ხელახლა გამოწერდა საშვს, დაბრუნდებოდა პატიმართან და თავად გადაცემდა გიორგი მამალაძეს მის პერსონალურ დოკუმენტაციას, რაზეც მიიღო აგრესიული პასუხი, რომ ამ დოკუმენტებით ადვოკატი ვერსად ვერ გადაადგილდებოდა (არსად გაუშვებდნენ) და უნდა მომხდარიყო დოკუმენტაციის ჩამორთმევა, რის შემდეგაც დოკუმენტებს მსჯავრდებულს თავად გადასცემდნენ. ამ გზით, ფაქტობრივად ზეწოლის მეთოდებით, ადვოკატს ჩამოერთვა დოკუმენტები.

13 დეკემბერს თამარ ავალიანისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები, რაც წარმოადგენდა მამა გიორგის პერსონალურ, პირად ინფორმაციას (მისი ურთიერთობა ბანკთან), პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებმა მსჯავრდებულს არ დაუბრუნეს და გადასცეს გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და მუხლების მითითებით, განმარტოს:

რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატისთვის ზემოაღნიშნული დოკუმენტების ჩამორთმევა;

რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატის აღნიშნული დოკუმენტებით დაწესებულებაში შეშვება და თუკი დაწესებულებაში აკრძალული დოკუმენტი შეჰქონდა ადვოკატს, რატომ შეუშვეს იგი დაწესებულებაში;

რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა აღნიშნული დოკუმენტების - მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის პერსონალური, პირადი საბანკო ინფორმაციის გამოძიებისათვის გადაგზავნა;

სასწრაფო წესით, დააარქივოს და გადასცეს ადამიანის უფლებათა ცენტრს 11 დეკემბერს ადვოკატ თამარ ავალიანის #9 დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი (დაახლოებითი ინტერვალი: 10:30 – 13:00 საათი);

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფო წესით დაიწყოს მოკვლევა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და მსჯავრდებულის პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე, რათა მოხდეს #9 დაწესებულების თანამშრომელთა დარღვევის იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა“, - წერია განცხადებაში.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი