უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 აპრილი, 2018 16:35
font-size

„აამუშავე აგარა“ - აგარას საწარმოს თანამშრომლები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

„აგარას შაქრის“ თანამშრომლები მხარდამაჭერებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას „აამუშავე აგარა“ მართავენ. შეკრებილები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ პასუხს არ მიიღებენ.

დემონსტრანტები აპროტესტებენ საწარმოს დახურვას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

„110 კილომეტრი გამოვიარეთ იმის გამო, რომ ჩვენი ხმა მიგვეწვდინა მთავრობისთვის, რათა "აგარის შაქრის“ ქარხანამ გააგრძელოს ფუნქციონირება, რათა ხალხი არ იყოს გაღატაკებულ მდგომარეობაში. ქარხანა გაჩერდა, ხალხი გარბის , აგარა იცლება. მეშვიდე თვეა გაჩერებულია. 60-დღიანი აქციები გვქონდა, რომელსაც გამოხმაურება არ მოჰყვა. ჩამოვედით, რათა ახლოდან მიგვეწვდინა ხმა. პასუხს ველოდებით. არ ვაპირებთ დაშლას, ვიდრე პასუხი არ გვეცოდინება თუ რა უნდა ქნას ამ ხალხმა, როგორც უნდა იარსებოს“, - განაცხადა საწარმოს თანამშრომელმა ნიკოლოზ მუჩაიძემ.

აგარის ქარხნის თანამშრომლების მსვლელობა 3 დღის წინ დაიწყო. მათ 110 კილომეტრი ფეხით გამოიარეს, თბილისში კი გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდნენ, სადაც აქციამდე დიღმის მასივის ტყე-პარკში დაბანაკდნენ.

აგარას საწარმო, რომელზეც დამოკიდებულია მთელი დაბა, 7 თვის წინ დაიხურა. ქარხნის მფლობელებმა განმარტეს, რომ აგარაში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს უცხოურ დაბალხარისხიან, მაგრამ უფრო იაფ პროდუქციას.

უშუალოდ აგარაში აქციები ბოლო 2 თვის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.

ლიბერთი აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტების განხორციელებას

18 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გადადგა. აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში ალექსიძის გადადგომის მიზეზებს არ აკონკრეტებენ და განმარტავენ, რომ მან თანამდ

მსურს დავრჩე პატიმრობაში... - მირზა სუბელიანი მოსამართლეს

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა დღეს გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მას პატიმრობაში ყოფნა სურს და მოსამართლეს მიმართა: "საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია,

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფაროსანასთან ბრძოლის მიმდინარე სტრატეგია ამერიკელ პროფესორთან ერთად განიხილეს

18 სექტემბერი, 2018 , 14:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორს, გრეგ კრავჩუკს შეხვდა. შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინე

თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ

18 სექტემბერი, 2018 , 14:45

ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დ

არავის არსად გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს - საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე - გიორგი გახარია

18 სექტემბერი, 2018 , 14:45

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმა“.&n

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`