უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 ნოემბერი, 2017 17:20
font-size

აბაშის მერი, ლევან მაკალათია მხარის გუბერნატორმა მერიის თანამშრომლებს წარუდგინა

აბაშის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი ლევან მაკალათია საჯარო მოხელეებსა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ლევან შონიამ და ლევან მაკალათიამ აბაშის ყოფილ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გემებსა და განსახორციელებლ პროექტებზე ისაუბრეს.

ლევან მაკალათიამ 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. პროფესიით ტურიზმის კომერსანტ-ეკონომისტია. 2002-2004 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. 2004-2005 წლებში იყო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია UBC International-ის აუდიტორი. 2006-2008 წლებში იყო შპს Audit Company-ს ეკონომისტი. 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტში ეკავა კურორტების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში რეგიონული განვითარებისა და მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2015 წლიდან იყო შპს „პროგრესული მშენებლების“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2017 წლის 21 ოქტომბერს არჩეულ იქნა აბაშის მერის თანამდებობაზე.

ლევან მაკალათიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა და მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 65%-მა დაუჭირა მხარი.

ზუგდიდში ძმამ და დაჭრა

19 ივნისი, 2018 , 11:40

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ 35 წლის და დაჭრა. ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, ხოლო მამაკაცი იუსტიციის სახლთან დააკავეს. არსებული ი

პანკისში დღეს აქცია გაიმართება

19 ივნისი, 2018 , 11:15

პანკისში დღეს ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები 14:00 საათზე, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ც

გორში ორ ქვესადგურს მეხი დაეცა

18 ივნისი, 2018 , 21:11

გორის მუნიციპალიტეტში ათასობით აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის მიზეზი ძლიერი ჭექა-ქუხილი გახდა, რა დროსაც მწყობრივად ორი ქვესადგური გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრც

ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ - ბათუმში აფთიაქის დალუქვას ითხოვენ

18 ივნისი, 2018 , 16:50

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი პატიმარი მერაბ ღოღობერიძე ბათუმში ერთ-ერთი აფთიაქის დახურვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. ღოღობერიძის განცხადებით, ქალა

ვაზზე სელექციური სამუშაოები განახლდა

18 ივნისი, 2018 , 16:50

სელექციური პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა და შვეიცარიელმა სელექციონერმა, ვალენტინ ბლატნერმა ვაზზე სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშების გამოვლენის სამუშაოები

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ოზურგეთში შიმშილობა დაიწყეს

18 ივნისი, 2018 , 15:05

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ოზურგეთში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. აქციის მონაწილეები ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე დეპუტატების დასჯას მოითხოვენ. მა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე