უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
საზოგადოება
31 აგვისტო, 2017 15:40
აბასთუმანში ავიაციამ მუშაობა შეაჩერა - გიორგი მღებრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, აბასთუმანში მიმდინარე ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ავიაციამ მუშაობა შეაჩერა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუმარტა, ვერტმფრენების გამოყენების საჭიროება ამ ეტაპზე აღარ დგას, რადგან ცეცხლის ღია კერები ჩამქრალია.
მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ავიაცია მობილიზებულია.
„რადგან ცეცხლის ღია კერები ჩვენ აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არსებობს. ამიტომ დროებით შევაჩერეთ ვერტმფრენების მუშაობა, თუმცა ავიაცია კვლავ მობილიზებული რჩება“, - განაცხადა შს მინისტრმა.
შეგახსენებთ, აბასთუმანში, შერეული ტყის მასივში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. ადგილზე მუშაობს 1500-მდე ადამიანი, მათ შორისაა მოხალისეებიც. ტყეში უკვე გაიჭრა 5 კილომეტრამდე გზა.
ანა მებურიშვილი