უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 აგვისტო, 2017 15:00
font-size

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება.

დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ.

რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება.

ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.

ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.

მთელი ღამე შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების მასშტაბები არ გაზრდილა. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს.

გუშინვე მოეწყო ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად.

საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

საკვანძო სიტყვები:

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

16 აპრილი, 2021 , 19:56

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ძმებს შორის მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ძმამ სანადირო თოფით ძმას ესროლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მა

ბათუმში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისს თავს დაესხნენ

15 აპრილი, 2021 , 13:02

ბათმუში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამტვრეულია შუშები. შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა, ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. "თუ ადრე წელიწადში ორჯერ, სამჯერ ახორ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 24 სპეციალიზებული მაღაზია დარღვევებისთვის დააჯარიმა

14 აპრილი, 2021 , 13:05

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ქვემო ქართლის რეგიონში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 37 სპეციალიზებული მაღაზია შეამოწმეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგ

პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა

14 აპრილი, 2021 , 11:50

პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ხმელიძის განცხადებით, მათ რკინის ბარიერები დილიდან დახვდათ აგებული და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ განუმარტ

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა

12 აპრილი, 2021 , 17:15

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა. გუმათთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული და რიონის ხეობის მცველებს გზას უკეტავს. აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და

მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა გაუქმდეს და გამოსასყიდ, „სახნავი` კატეგორიის მიწებს დაემატოს სათიბებიც - ნათია თურნავა

8 აპრილი, 2021 , 19:35

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში - სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემულ „სახნავი" კატეგორიის მიწის ნა